უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:38სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა
უმრავლესობის წარმომადგენლები ირმა ინაშვილს პასუხობენ
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერ ირმა ინაშვილს პასუხობს, რომელმაც შესაძლოა საკონსტიტუციო კომისია დატოვოს.
"ოპოზიციას საკონსტიტუციო კომისიის დატოვების კარგი გამოცდილება აქვს, ეს მათი გადასაწყვეტია,"- განაცხადა კობახიძემ.
თავის მხრივ, როგორც მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საკონსტიტუციო რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.
"უკაცრავად, მაგრამ ირმას გასაგებია, რომ სჭირდება უფასო სარეკლამო დრო, საკუთარი თავის, საკუთარი პარტიის პიარი. ჩვენ მის დღის წესრიგს ვერ მოვერგებით. კონსტიტუციიური რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი, აქედან გამომდინარე, მივყვებით იმ დღის წესრიგს, რომელიც კანონით არის გათვალიწინებული და რომელიც უკეთესია იმისთვის, რომ რეალურად განვიხილოთ მათ შორის სამეცნიერო წრეებთან ის 4 ცვლილება, რომელიც დაანონსებულია და კონსტიტუციის პროექტშია,"- განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა პლენარულ სხდომაზე 83-ით არცერთის წინააღმდეგ 2 ნოემბერს დაამტკიცეს.
კომისიაში შევიდნენ: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, სალომე ზურაბიშვილი, ირმა ინაშვილი, ვასილ გონაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ტუღუში და თორნიკე ჭეიშვილი.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებს ევროპული საქართველო, ნაციონალური მოძრაობა და ლიდერთა საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიები ემიჯნებიან.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 12:38
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
4 თებერვალი, 2026 , 18:45
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
4 თებერვალი, 2026 , 17:26


