უახლესი ამბები
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


უნივერსიტეტი შეხვედრაზე გაკეთებულ ანტიდასავლურ განაცხადებებს ემიჯნება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, მიხეილ ჩოხელმა განმარტება გააკეთა უნივერსიტეტში ჩატარებულ სამეცნიერო შეხვედრაზე „დასავლური საფრთხეები საქართველოში“.
ჩოხელის თქმით, შეხვედრის ორგანიზატორებმა თემა ისე შეცვალეს, რომ თსუ-ის ხელმძღვანელობა საქმის კურსში არ ჩააყენეს.
ჩოხელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი შეხვედრაზე გაკეთებულ ანტიდასავლურ განაცხადებებს ემიჯნება.
„შეცვალეს თემა, შესაბამისად, მოატყუეს ფაკულტეტი და უნივერსიტეტი. ჩვენი უნივერსიტეტის არცერთი სტუდენტი, არცერთი პროფესორი, არცერთი თანამშრომელი ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კატეგორიულად ემიჯნება იმ აბსურდულ განცხადებებს, რაც ამ ე.წ. სამეცნიერო შეხვედრაზე გაკეთდა. ჩვენი უნივერსიტეტი მუდამ იყო, არის და იქნება ევროპული ღირებულებების ერთგული“, - განაცხადა ჩოხელმა.
შეგახსენებთ, 30 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია თემაზე „დასავლური საფრთხეები საქართველოში“, რომლის ერთ-ერთი მონაწილე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ტრისტან წითელაშვილი იყო. საინფორმაციო სააგენტო პატრიოტი tv-ის გავრცელებულ ვიდეოში წითელაშვილმა ამერიკის ელჩი, იან კელი დაადანაშაულა, რომ ის „საქართველოს შიდა საქმეებში“ ერევა და პანკისის ხეობაში, სირიიდან დაბრუნებულ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს შეხვდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12