უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 ნოემბერი, 2016 12:07
font-size

უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მე-13 სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, ისევე, როგორც პირველ ტურში, ამომრჩეველს კვლავაც მიეცა საშუალება, მშვიდ და სამართლიან გარემოში გაეკეთებინა არჩევანი.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორს, 15 ნოემბრამდე წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული იმ ხარვეზების გასასწორებლად, რომლებიც კომისიის მიერ საკითხების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა და კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

თეა წულუკიანმა კომისიის მუშაობაში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს 28 ოქტომბრის სხდომაზე შესთავაზა, მიაწოდონ იდეები და წინადადებები, თუ რა უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსში იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ქვეყანა კიდევ უფრო მომზადებული შეხვდეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სპეცუბნების გაუქმების იდეა შუალედური არჩევნების შემდეგ სწორედ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გაჩნდა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მისი დიდი სურვილია, „უწყებათაშორის კომისიაში პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად იბადებოდეს იდეები საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ“.

უწყებათაშორისმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ინფორმაცია მოისმინა არჩევნების მეორე ტურზე მომხდარ შესაძლო დარღვევებზე რეაგირების შესახებ.

უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა. კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, სექტემბრიდან კი სხდომები კვირაში ერთხელ ტარდება.

უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

საკვანძო სიტყვები:

უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ უკანონოდ მოიპოვეს და კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს - ამოღებულია დიდი რაოდენობით ინტიმური შინაარსის მქონე ფაილები - შსს

11 მაისი, 2024 , 15:53

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობი

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე - ომბუდსმენის აპარატი

10 მაისი, 2024 , 13:05

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა. ინფორმაციას ომბუდსმენ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს - იურისტის რჩევები

9 მაისი, 2024 , 13:19

"სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" იურისტი, საბა ბრაჭველი აქვეყნებს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციაში გამოკითხვაზე დაგიბარებენ. დღეს შსს-ში განაცხადეს, რომ სამართალდამცველ

საპროტესტო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით ექვსი პირია დაკავებული - შსს

9 მაისი, 2024 , 10:11

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, პარლამენტთან, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანები

გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, პარლამენტთან მოაწყონ პროვოკაციები, რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებით, დანაშაულებრივ გეგმებში ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი - სუს-ი

8 მაისი, 2024 , 10:40

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქცი

„ლილო მოლის“ ბაზრობაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა

2 მაისი, 2024 , 16:03

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი