უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ივნისი, 2020 14:10
font-size

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან პირბადეების გამოყენების წესი და სოციალური დისტანცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. კერძოდ, მუშაობა განაახლა ყველა სახის ღია მაღაზიამ, სავაჭრო ცენტრებმა, ღია და დახურული ტიპის ბაზრობებმა და ღია სივრცის მქონე რესტორნებმა. ამასთანავე, 29 მაისიდან მოძრაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულია მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა აუცილებელია შესაბამისი წესების და რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცირება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი თავიდან იყოს აცილებული. პრევენციული ღონისძიებებისა და დადგენილი სტანდარტების აღსრულებას შესაბამისი უწყებები პერიოდულად გააკონტროლებენ.

საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპზე, რომელიც 8 ივნისიდან ამოქმედდება და გულისხმობს ყველა სახის რესტორნის გახსნას, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამოქმედებას და იმ სასტუმროების ამოქმედებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმებას გაივლის და შესაბამის ნებართვას მიიღებს. სასტუმროებში ინსპექტირება უკვე დაწყებულია და აქტიურად გაგრძელდება.

ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები შესაბამის სამედიცინო ღონისძიებებს ატარებენ. აქტიური პრევენციული მოქმედებები და შესაბამისი კვლევები ტარდება თბილისში, ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული პირების მიმართულებით.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 794 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 624 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2 508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 300 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. საარჩევნო პროცესში უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მოწვეული იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი