უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 დეკემბერი, 2019 14:40
font-size

ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საკრებულოს წევრის განცხადება მიუღებელია -გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის ერეკლე კუხიანიძის კომენტარზე განცხადება გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიზანია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

„მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ და ძალიან მოკლე ვადებში ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს. ჩვენ ამაში ერთიანები ვართ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

რაც შეეხება, ერეკლე კუხიანიძის განცხადებას ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს განცხადება იყო ემოციური და არაკორექტული.

„მე მინდა ვთხოვო ყველას, რომ თავი შეიკავონ ასეთი განცხადებებისგან. მსგავსი განცხადებები ცალსახად მიუღებელია. საკრებულოს უმრავლესობა აუცილებლად შეიკრიბება. ჩვენ გვექნება კონსულტაციები უმრავლესობის ფორმატში, სადაც ვიმსჯელებთ ერეკლე კუხიანიძის განცხადებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, რასაც ყველა შეიტყობს. მე მკაფიოდ ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას, რომ ამგვარი განცხადებები მიუღებელია,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი