უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

19 ნოემბერი, 2018 17:53
font-size

ვალების განულება და ვალების არდაგროვება სამომავლოდ, აი ,ეს არის მთავრობის ინიციატივების საბოლოო მიზანი -ირაკლი კოვზანაძე

ჭარბვალიანობა ეს, ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ, კი მაკროეკონომიკური პრობლემაა. ჭარბვალიანობის ტვირთის გამო, 700 000 ჩვენი თანამოქალაქე წლებია, ამოვარდნილია ეკონომიკური საქმიანობიდან, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ მთავრობის ახალ ინიციატივაზე, რომელიც ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერას ითვალისწინებს.

„პრემიერ-მინისტრის დღეს გაჟღერებული ინიციატივით, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ეს პრობლემა 31 დეკემბრამდე მოუგვარდება, 600 000 ადამიანის დავალიანება, რომელიც, ჯამში, 1.5 მილიარდ ლარს აღწევს განულდება, 600 000 ადამიანია ამოვა მევალეთა სიიდან“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა უპრეცენდენტოა როგორც მასშტაბით, ასევე შინაარსით. ამასთანავე, მთავრობის ჭარბვალიანობის დაძლევის კომპლექსური სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია. აღნიშნული პრობლემის დაძლევის გარეშე კი სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

„რას ვგულისხმობ მე? ორი რამ განვიხილოთ ერთად, პირველი, როგორც ვთქვით, კონკრეტულად, ამ ინიციატივით, 600 000 კაცს გაუნულდება დავალიანება, ანუ ყოველი მეექვსე ჩვენი თანამოქალაქე განთავისუფლდება ფინანსური წნეხისგან; მეორე, მთავრობის და სებ-ის ინიციატივით, შემუშავებულია სესხების გაცემის ახალი წესი, ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტსების სისტემა და მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ეს წესი ძალაში შესულიყო 2019 წლის 1 იანვრიდან. ამ მექანიზმით, ვალების სამომავლოდ დაგროვების ალბათობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

„ერთი მხრივ, ვალების განულება და, მეორეს მხრივ, სამომავლოდ ვალების არ დაგროვება, აი, ეს არის მთავრობის ინიციატივების საბოლოო მიზანი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი