სამართალი


ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის - იუსტიციის სამინისტრო
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხს იუსტიციის სამინისტრო გამოეხმაურა.
უწყების ინფორმაციით, მერაბიშვილი კლინიკაში გამოკვლევებზე ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. შემოწმების შემდეგ კი მერაბიშვილი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დიაგნოზი სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
„ციხის სამედიცინო პერსონალმა ჩათვალა საჭიროდ შემოწმება სამოქალაქო კლინიკაში, რაც დაიგეგმა გუშინ და გუშინ საღამოს იქნა გადაყვანილი. დანიშნულების დანიშვნის მერე დაბრუნდა და იმყოფება დაწესებულებაში. დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის. კლინიკაში დაყო დაახლოებით, ერთი საათი და 19.20-ზე იმყოფებოდა უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გუშინ საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვანო მერაბიშვილი საპატიმროდან სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის სტეფანე თუმანიშვილის ინფორმაციით, მერაბიშვილს სასუნთქი გზების პრობლემა ჰქონდა.
ადვოკატები გეგმავენ ვანო მერაბიშვილის სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში უახლოეს პერიოდში მოინახულონ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
26 სექტემბერი, 2025 , 12:32
კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული - ადვოკატი
24 სექტემბერი, 2025 , 13:06
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა
23 სექტემბერი, 2025 , 18:29
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
22 სექტემბერი, 2025 , 12:57
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
19 სექტემბერი, 2025 , 17:24

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა
19 სექტემბერი, 2025 , 13:17