უკან
სამართალი
12 დეკემბერი, 2018 10:45
ვარკეთილში `ვისოლის` ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
გვიან ღამით ვარკეთილში ყაჩაღობა მოხდა. სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგურიდან თავდამსხმელებმა თანხა წაიღეს.
თუმცა, თანხის ოდენობა არ სახელდება. უცნობია, იყვნენ თუ არა თავდამსხმელები შეიარაღებულები.
ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.