უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
კომენტარი


ველოდებით იმას, რომ შსს და პოლიცია იქნება კონსტრუქციული და იზრუნებს თავის მოქალაქეებზე და თავს გაართმევს ყველა გამოწვევას - გიორგი გახარია
თქვენ ხომ გაქვთ თქვენი აღჭურვილობა, მიკროფონი და კამერა, ისე გააჩნია პოლიციას თავისია აღჭურვილობა და სპეცტექნიკა, რომლითაც ისინი გადაადგილდებიან, - ასე მიმართა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.
ის გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ რეგიონებში მობილიზებულია პოლიცია, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობით.
გახარიას თქმით, პოლიციის გადაადგილებაში განსაკუთრებული არაფერია და ასეც გაგრძელდება.
„წინა არჩევნებზეც, პირველ ტურშიც და ახლაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი მანდატი არის მშვიდ გარემოში გაკეთდეს არჩევანი, რომლის ფარგლებშიც საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან იმ საჭიროების მიხედვით, როგორც განვსაზღვრავთ. მთავარია, რომ ამ დღემ, ისევე, როგორც წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდმაც ჩაიაროს მშვიდ გარემოში, რის გარანტიასაც იძლევა პოლიცია. ჩვენ ველოდებით იმას, რომ შსს და პოლიცია იქნება კონსტრუქციული და იზრუნებს თავის მოქალაქეებზე და თავს გაართმევს ყველა გამოწვევას, რომელიც შეიძლება იყოს. რაც შეეხება მარნეულს, ეს არის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი, რომელიც იღებს მონაწილეობას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თქვენ ხომ გაქვთ თქვენი აღჭურვილობა, მიკროფონი და კამერა, ისე გააჩნია პოლიციას თავისი აღჭურვილობა და სპეცტექნიკა, რომლითაც ისინი გადაადგილდებიან. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საკვანძო სიტყვები:

ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
22 ოქტომბერი, 2025 , 13:59

ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
22 ოქტომბერი, 2025 , 11:15
არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:54
პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:42

მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან - ადვოკატი
17 ოქტომბერი, 2025 , 13:39
ირაკლი კობახიძე გიული ალასანიაზე: ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს
17 ოქტომბერი, 2025 , 13:02