უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 თებერვალი, 2025 16:55
font-size

ვენაცვალე, ტრამპს და მასკს. სამართლიანობა მოდის. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ევროპული ღირებულებები ევროპაში – ირაკლი ზარქუა

კაია კალასს ამ თემაზე საუბარი უნდა აეკრძალოს, რადგან უსამართლო და არაობიექტურია, ეს ქალბატონი ორმაგი სტანდარტის სიმბოლოა, ასევეა ურსულა ფონ დერ ლაიენიც. კალასი სანქციებზე მოგვიწოდებდა და ნოტაციას გვიკითხავდა, მისი მეუღლე კი, მგონი, დღემდე აგრძელებს რუსეთთან ვაჭრობას, ფულს შოულობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ამ დროს, ეს ადამიანი [კალასი] მოგვიწოდებდა სანქცია დაუწესეთ რუსეთსო, რათა ეკონომიკა ჩამოგვენგრია. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, როგორც ახლა დასკვნამდე მივიდნენ, რომ ევროპა სანქციებით ვერაფერ ხეირს ვერ მიიღებდა და ვერც რუსეთი დაისჯებოდა. მაშინ, ეს არ აინტერესებდა, მისი მეუღლე ხომ ფულს აკეთებდა? – თურმე, საქართველოში მომიტინგეების მიერ სახელმწიფო უწყებებზე შეტევა, დაწვა და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა სიტყვის თავისუფლება იყო, მაგრამ იგივე მცდელობები რომ ევროპაში ჰქონდათ, ურსულამ კომენტარი გააკეთა, რომ ეს ყველაფერი დაგმო. ეს ორმაგი სტანდარტი უნდა დამთავრდეს. ორმაგ სტანდარტზე რომ იდგნენ ევროპის ძირითადი სახელმწიფოები, ამიტომაც ჩამოიშალნენ მისი მთავრობები. შოლცი სად არის? ბატონი როთი? რამონო? – ვერც ევროპარლამენტში მოხვდა, ვერც გერმანიაში, თავის პარლამენტში. ფოტიგა პოლიტიკური ამბებიდან გავისტუმრეთ, კუბილიუსი კოსმოსის შესწავლის ცენტრს მიაბარეს. სად არიან ჟიგმანტუსები და გიჟმანტუსები? გესმით?! ჩვენი მავნებლები, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ვისაც აფინანსებდა, ყველა პოლიტიკიდან გაიწია, ყველა პოლიტიკურად ჩაირეცხა და პოლიტიკას საერთოდ გამოეთიშა. დაწყებული როთით. კიზინგერი გახსოვთ? – მორალს გვიკითხავდა.

სად არის კოზინგერი? – „მტირალა ბიჭი“ დაარქვეს და ამ იარლიყით საერთოდ გააგდეს. მენდესი რომ იყო, კორუფცია არის საქართველოშიო, საერთოდ დაიჭირეს კორუფციის მუხლით, დაუმატეს სამშობლოს ღალატი და 20 წლიანი მიუსაჯეს. აი, ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტი. ახლა ჯო უილსონი – გვიფრთხილდი. რაღაცა იციან თქვენზე, ან ამთავრებთ კარიერას, ან რაღა გაქვთ მიქარული და ამიტომ აფინანსებენ, ვინც გადის პოლიტიკიდან. როთს აქ, საქართველოში 300 წელი შეუსრულდა და პოლიტიკიდან საერთოდ გავიდა. როგორც აქ არიან „ნაცმოძრაობა“ უსამშობლოთა ლუზერები, ესეთ ლუზერ „ტიპებს“ იკრებენ გარშემო როგორც ევროპარლამენტში, ასევე ამერიკაშიც. ვენაცვალე, ტრამპს და მასკს – სამართლიანობა მოდის. სამართლიანობა დაიწყება ევროპის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლით. სამწუხაროდ, დღეს რასაც ვხედავთ, ეს ორმაგი სტანდარტია, რადგან ლობისტური კომპანიის მიერ დაქირავებული ლიდერები, რასაც უნდათ, იმას ლაპარაკობენ. ეს არ არის ევროპული ღირებულება. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ევროპული ღირებულებები ევროპაში“, – განაცხადა ზარქუამ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: „წარვადგინეთ სანქციები მათ მიმართ, ვინც პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას იყენებს, ამ ეტაპზე ვერ შევძელით ორი ქვეყნის დარწმუნება, მაგრამ მცდელობას გავაგრძელებთ“.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა