კომენტარი
ვერანაირი რეპრესია ვერ მოერევა თავისუფლების მოყვარე ადამიანების ურყევ ნებას, დაიცვან თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა - ბადრი ჯაფარიძე
არსებულ სინდისის პატიმრებს დაემატა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, კაცი, რომელიც ამ ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.
„საქართველოში პოლიტიკური ტყვეების რიცხვი გაიზარდა - არსებულ სინდისის პატიმრებს დაემატა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, კაცი, რომელიც არის ამ ქვეყნის გამორჩეული პატრიოტი, რომელსაც ერთადერთი რამ სურს, თავისუფალი, ევროპული და სამართლიანი საქართველო. ის არ ეგუება უსამართლობას და არ აღიარებს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვის საფუძველზე შექმნილ საგამოძიებო კომისიას და მის მიერ გაცემულ უკანონო განკარგულებებს.
შესაბამისად, მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მას მიაჩნია სწორად და ასახავს მის პრინციპულ დამოკიდებულებას ამ უსამართლობის მიმართ.
კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ დაირღვა სასამართლოს მოსამართლე შვანგირაძის მიერ ზურა ჯაფარიძის ყველა უფლება.
ეს ყველაფერი არის დროებითი!
ვერანაირი რეპრესია ვერ მოერევა თავისუფლების მოყვარე ადამიანების ურყევ ნებას დაიცვან თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადამიანი და პოლიტიკოსია ზურა ჯაფარიძე!
თავისუფლება ზურას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს“,- წერს ბადრი ჯაფარიძე.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:38
მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:21
გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:18
როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:33
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება
23 ოქტომბერი, 2025 , 11:23
გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

