პოლიტიკა
ვფიქრობ, ასევე თამამი ნაბიჯი იქნებოდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მთავრობამ მომავალშიც უნდა გააგრძელოს ეკონომიკური პროექტების მხარდაჭერა.
მისი თქმით, კერძო სექტორის გასაძლიერებლად საჭიროა კაპიტალის ბაზრის განვითარება და საპენსიო რეფორმის გატარება.
„გასაგრძელებელი და გასაღრმავებელია ის პოზიტიური პროექტები, რომელიც საქართველოს მთავრობის აქტიური ძალისხმევით განხორციელდა - „აწარმოე საქართველოში“, „Start up საქართველო“, „დანერგე მომავალი“ და სხვა. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მსხვილი ინსფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალში ქვეყნის სატრანზიტო, ლოჯისტიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.
ვფიქრობ, ასევე თამამი ნაბიჯი იქნებოდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც გრძელვადიან და ალტერნატიულ ფულად რესურსს გააჩენდა კერძო სექტორის გასაძლიერებლად. ამასთანავე, საპენსიო რეფორმის დროული განხორციელება, ამ სტრატეგიას უფრო ეფექტურს გახდიდა“, - განაცხადა პრეზიდენტის ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
როგორც პასუხისმგებლიანი საზღვაო ქვეყანა, მზად ვართ ვიმუშაოთ IMO-ს თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან იმ გლობალური საზღვაო სისტემის გასაძლიერებლად, რომელზეც ყველანი ვართ დამოკიდებულნი - მარიამ ქვრივიშვილი
25 ნოემბერი, 2025 , 17:01
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი გამართა
25 ნოემბერი, 2025 , 16:56
გავაგრძელოთ ქუჩაში ბრძოლა, რადგან გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს! ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
25 ნოემბერი, 2025 , 16:06
ყველამ კეთილი ინებოს, ბრიუსელმა, სტოკჰოლმა, სხვა დედაქალაქმა და საქართველოს დამოუკიდებლობას პატივი სცენ, რაღაც კრიპტოვალუტებით, ჩემოდნებით ფულის ტრიალს შეეშვან - შალვა პაპუაშვილი
25 ნოემბერი, 2025 , 16:01
ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას, მედიასაშუალებების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან განწყობილნი - კახა კალაძე
25 ნოემბერი, 2025 , 15:47
ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით ცვლილებები ხორციელდება
25 ნოემბერი, 2025 , 15:44


