უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
კომენტარი


ვისაც არ უნდა წარსულის ჯოჯოხეთში დაბრუნება, არჩევანს ნათლად, მკაფიოდ და გააზრებულად გააკეთებს - ეკა ბესელია
28 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩევლისგან მიღებული გზავნილის მიუხედავად, გამოვრიცხავ, რომ მათ წარსულში დაბრუნება დაუშვან - ჩვენს მოქალაქეებზე ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს, - განუცხადა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ.
მისი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის არჩევანია ან წარსულში დაბრუნება ან მომავალი.
„ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი იბრძოლა ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ძალიან მნიშველოვანია, რომ იმ წარსულში აღარ დავბრუნდეთ. ახლა, მეორე ტურში, სწორედ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ, სადაც არ არის მესამე ალტერნატივა - არის წარსული ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნება ან ადამიანის უფლებების უფრო მაღალი სტანდარტის გაგრძელება. არჩევანი ასეთია - გვინდა თავისუფლების გაგრძელება და თავისუფლების პირობებში უკეთესი საქართველოსთვის შრომა თუ დავბრუნდეთ წარსულში და დავაბრუნოთ მოძალადეთა რეჟიმი. დღეს ეს არჩევანი დგას, რაც არის პოლიტიკური და მორალური არჩევანი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია, თუ რა არის ხელისუფლების მხრიდან ძალადობა და სისასტიკე, ამ წარსულში დაბრუნებას არ მოისურვებს. ამიტომ მგონია, რომ მეორე ტურში ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი მკაფიო მხარდაჭერას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში სულ სხვა მოცემულობაა - აქ არის შავი და თეთრი, წარსული და მომავალი. ვისაც უნდა თავისუფლება და არ უნდა წარსულის ჯოჯოხეთში დაბრუნება, არჩევანს ნათლად, მკაფიოდ და გააზრებულად გააკეთებს. უნდა გავიაზროთ, რა რეალობა და რა პრობლემებია და ასევე უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც ამდენი ვიბრძოლეთ და რასაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ეს ღირებული იყო და უნდა გადარჩეს თუ გაბრაზების გამო ყველაფერს უნდა გადავაბიჯოთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:

ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
22 ოქტომბერი, 2025 , 13:59

ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
22 ოქტომბერი, 2025 , 11:15
არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:54
პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:42

მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან - ადვოკატი
17 ოქტომბერი, 2025 , 13:39
ირაკლი კობახიძე გიული ალასანიაზე: ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს
17 ოქტომბერი, 2025 , 13:02