უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 მაისი, 2023 11:25
font-size

Park Home საბურთალო – საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, „ანაგი დეველოპმენტმა“ ახალი პროექტი დაიწყო

„ანაგი დეველოპმენტი“, რომელიც ბაზარზე წლებია წარმატებით ოპერირებს, ამჯერად თბილისის ცენტრში, საბურთალოზე საცხოვრებელ კომპლექსს Park Home საბურთალოს აშენებს. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტური მუდმივად მხარს უჭერს დეველოპერულ და სამშენებლო სექტორს და ამ მიმართულებით პროექტების წახალისებას აქტიურად აგრძელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 26 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

კომპლექსი გამოირჩევა როგორც თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეკრეაციო სივრცით, დიდი გამწვანებული ეზოთი, სასეირნო და მოსასვენებელი ადგილებით ასევე, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნებით.

„ჩვენი ახალი პროექტი გამოირჩევა ქალაქის ლამაზი ხედებით, 6 000 კვ.მ.-მდე რეკრეაციული ზონით, სპორტული თუ გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით, რომელიც მოიცავს სპორტულ მოედანს, 2 აუზს, ფიტნეს დარბაზს, და, რაც მთავარია, კომფორტული და მშვიდი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მახასიათებელს. მომხმარებლებს ჩვენს კომპლექსში დასვენების, ან სულაც პირიქით - დღის აქტიურად გატარების შესაძლებლობა ექნებათ. Park Home საბურთალო - ეს არის თბილისის ცენტრში მშვიდი, მყუდრო და უხმაურო საცხოვრებელი სივრცე, რომელიც ინფრასტრუქტურულ და არქიტექტურულ გარემოს ჰარმონიულად ერწყმის. Park Home საბურთალოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხელსაყრელი ადგილმდებარეობაა. ის მეტრო დელისიდან მხოლოდ 300 მეტრში, ნუცუბიძის ქუჩიდან კი 90 მეტრში მდებარეობს. მნიშვნელოვანია რომ პროექტში ასევე განთავსდება 2 000 კვ.მ.-მდე კომერციული და 4 000 კვ.მ.-მდე საოფისე ფართი“. - განმარტავს „ანაგი დეველოპმენტის“ გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი, ქეთი ადეიშვილი.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებას. ეს ერთი მხრივ, ბიზნეს ეხმარება მეტი, კარგი პროექტის განხორციელებაში, რითიც აღნიშნულ სექტორს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. მეორე მხრივ კი, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ზრდის ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვს. „ანაგი დეველოპმენტი“ წლებია ზრუნავს მომხმარებლების კომფორტსა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე. აღნიშნული პროექტიც ამის დასტურია, რადგან მოქცეულია გამწვანებულ გარემოში და მთელი კომპლექსი ბელგიური და გერმანული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებითაა აღჭურვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია“, - განმარტავს საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, ერეკლე ვაშაყმაძე.

ცნობისთვის, Park Home საბურთალოს მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი