პოლიტიკა


ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან - გიორგი კვირიკაშვილი
ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ საქართველომ მიაღწია ვიზალიბერალიზაციას ევროკავშირის/ შენგენის ზონის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი და უდიდესი ნდობის გამოხატულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ 1 წელი სრულდება შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან.
„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ეს საკითხი აქტუალური იყო გასული დღეების განმავლობაში. ხვალ, 28 მარტს, ერთი წელი სრულდება ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან. ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების მიერ გადადმული ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი მოსახლეობის ევროპული არჩევანის შედეგი. ამიტომ, ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის/ შენგენის ზონის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ და უდიდესი ნდობის გამოხატულება. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს, მეგობარს, რომლებმაც ეს ნაბიჯი გადმოდგეს ჩვენს მიმართ. ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს, გადაუდებლად გამოიღებს შედეგს, რომ არ გაიზარდოს უვიზო რეჟიმის დამრღვევ პირთა რაოდენობა.
„ის ნაბიჯები, რომელსაც დღეს დგამს საქართველოს ხელისუფლება, იმ მიმართულებით რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა, გადაუდებლად გამოიღებს იმ შედეგს, რომ შევძლებთ ამ უდიდესი სიკეთის შენარჩუნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ამ ძალიან დიდ მონაპოვარს, რომელსაც მივაღწიეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27