კომენტარი


ვიზის ლიბერალიზაცია აუცილებლად უნდა შევთავაზოთ ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებს - ქეთევან ციხელაშვილი
ვიზის ლიბერალიზაცია, რომელიც ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდგომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გახდება ხელისაწვდომი, აუცილებლად უნდა შევთავაზოთ ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებს, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების სამშვიდობო ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო ხელისაწვდომი გახდეს სახელმწიფოს მიერ მომსახურება და სერვისები ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის, მათ შორის, ყველა სარგებელი, რომელიც გამომდინარეობს საქართველო- ევროკავშირის პარტნიორობიდან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატებიდან.
„ვიზის ლიბერალიზაცია - ეს მოსალოდნელი ძალიან ხელშესახები სარგებელი, რომელიც ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდგომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გახდება ხელისაწვდომი, აუცილებლად უნდა შევთავაზოთ ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებს. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება გარკვეულ პროცედურებს. ჩვენ გვაქვს ხედვა, გეგმები, რომ ეს მაქსიმალურად მოქნილი და ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი იმ პირობებში მცხოვრებელთათვის, რომლებსაც, ფაქტობრივად, უწევს გამკლავება მავთულხლართებთან, რადგან მავთულხლართები გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის, არამედ უშუალოდ იმ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. აუცილებად გვინდა შევთავაზოთ ვიზის ლიბერალიზაციიდან გამომდინარე სარგებელი, ანუ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და არა მხოლოდ - ასევე ძალიან ბევრი სარგებელი, რომელიც ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს, უკავშირდება განათლებას, ჯანდაცვას, უკეთესი მომავლის პერსპექტივას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ქვეყანასაც მივხედავთ და მშვიდობას დავიცავთ - კახა კალაძე
25 სექტემბერი, 2025 , 15:23

`ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ... მას დაჭერის არ ეშინია` - ნოშიკო ნამორაძე
25 სექტემბერი, 2025 , 12:58
ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ, საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას - მიხეილ სააკაშვილი
23 სექტემბერი, 2025 , 17:11

ელისაშვილს წამოსცდა, იქნებ, გავიღვიძოთ და კუპრაძე მერი იყოსო, შეუძლიათ, კუპრაძე სიზმარში ნახონ მერად და რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ არჩეული - გურამ მაჭარაშვილი
23 სექტემბერი, 2025 , 16:33
ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - კახა კალაძე
23 სექტემბერი, 2025 , 14:07
4 ოქტომბერი მთლიანად არჩევნების და აქციის ჩათვლით ჩაივლის ძალიან მშვიდად. მთავარია, არავინ იფიქროს კანონის დარღვევაზე, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას - ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 17:56