უკან

პოლიტიკა

16 მაისი, 2018 14:55
font-size

ვნატრობ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ რუსული ოჯახების ინტერესიდან გამომდინარე - გიორგი მარგველაშვილი

მთავარი ფრონტი რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებაში გადის არამარტო ოკუპაციის ხაზზე, არამედ ჩვენს გულებში და ჩვენს რწმენაში რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს რაციონალურ დიალოგს სთავაზობს, რაც მისივე შეფასებით სწორი მიდგომაა.

"შევხედოთ რუსული სახელმწიფოს პროპაგანდას ჩვენს წინააღმდეგ - ისინი ამბობენ, რომ მაინც დაგამარცხებთ, მოდით შეეჩვიეთ რეალობას, უარს თქვენს მიწაზე და მერე დავლაგდებით. ცდილობენ ჩვენს მორალურ გატეხვას მათ მიერ დანახული რეალობით. დღეს ჩვენს მხარეს არის ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ამერიკა და ევროპა და აბა ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ, ჩვენ ხელისუფლების მოსვლის დროს, ჩემი აზრით, არის სწორი. ჩვენ ვთავაზობთ რაციონალურ დიალოგს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, ის ნატრობს რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგს, როცა იგი რუსეთის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე დაელაპარაკება.

"მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში. აქედან გამომდინარე, თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, იმიტომ, რომ სწორედ ასე მელაპარაკება მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი. ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული სახელმწიფოს "ძერჟავას" ინტერესებიდან გამომდინარე და არ ითარგმნება ეს "ძერჟავას“ ინტერესები ოჯახის ინტერესებამდე. არ მიდის „ძეეჟავას“ გაძლიერება მაცივრის ავსებამდე. ასე რომ, ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ ამ დიალოგს - რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს და რანაირად აისახება ეს ინტერესი რუსეთის მოქალაქეებზე და ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საკვანძო სიტყვები:

მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება, მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება - ირაკლი კობახიძე

1 მაისი, 2024 , 18:15

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრე

მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი

1 მაისი, 2024 , 16:15

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და საქართველოს ევროპული მიმართულებისადმი მისი წინააღმდეგობა გამოააშკარავა. იუკნევიჩიანე აქციის დარბევის ვიდ

ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი

1 მაისი, 2024 , 15:39

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა 30 აპრილს - 1 მაისს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეების დარბევას. "ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროს არის გამოსავალი. გერ

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი

1 მაისი, 2024 , 15:27

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს გან

ამ ურთულესი გამოწვევებისას ქართველ ხალხს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება - პრეზიდენტი

1 მაისი, 2024 , 14:46

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და ა

„სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანებს“ - ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა

1 მაისი, 2024 , 12:31

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა. „სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძალ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი