უკან

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2017 15:30
font-size

ზაჰესის ხიდთან მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების გამო ვაკე-საბურთალოს რაიონში რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ზაჰესის ხიდის მისასვლელ გზასთან მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

,,დღეს, 22 ივლისს, გლდანის რაიონში, ზაჰესის ხიდის მისასვლელ გზასთან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა.

დატბორვის თავიდან აცილების მიზნით ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაიკეტა და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მაგისტრალურ მილზე სამუშაოების დასრულებისთანავე, ზაჰესის ხიდის მისასვლელთან დაზიანებულ გზის საფარს აღადგენს.

ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოებისთვის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 23 სექტემბრის დილით 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ვაჟა-ფშაველას და ნუცუბიძის კვარტლებს, თამარაშვილის, ჯიქიას და მიმდებარე ქუჩებს.
ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კეკელიძის და მიმდებარე ქუჩებს.

ბაგებს და წყნეთს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თემურ კუპატაძე

8 მაისი, 2024 , 17:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენ

არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება

8 მაისი, 2024 , 14:59

11 მაისს, 16:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად "მშობლების მარში" გაიმართება. აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ შეიკრიბებიან წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიასთან", 19:00 საათზე კი მარშით შეუერთდე

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი - შალვა პაპუაშვილი

8 მაისი, 2024 , 14:53

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ზეწოლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის

ლიტერატურულ გამოცემა `არილი,` კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება

8 მაისი, 2024 , 12:14

გამოცემა „არილი,“ კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება. როგორც გამოცემის განცხადებაში წერია, ეს გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი