უკან
საზოგადოება
15 ნოემბერი, 2018 12:00
ზაზა სარალიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მის მიმართ მუქარის ფაქტზე, გამოსაკითხად ვაკე-საბურთალოს პოლიციაში იმყოფება.
სარალიძე პოლიციაში ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად მივიდა.
გამოკითხვაზე შესვლამდე სარალიძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ის „ფეისბუქში“ მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს.
სარალიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.