უახლესი ამბები
- 10.10.2025 14:42მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა
- 10.10.2025 14:18მოვუწოდებთ დაცვის მხარეს, წარმოადგინონ დაკავებულებზე კამპანიური ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის მიზანშეწონილობაზე - პროკურატურა
არქივი
პოლიტიკა


ზაზა სარალიძემ გუშინ სასამართლოს სასადილოს ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა სამსახურიდან დათხოვნა და დაკავება მოითხოვა
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შსს-ის გენერალურ ინსპექციაში მივიდა. სარალიძის განმარტებით, მისი მისვლა გუშინ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
„უპირველეს ყოვლისა, მე არ უნდა მიმემართა, თავად უნდა დაეწყოთ რეაგირება იმაზე, რაც გუშინ სასამართლოს სასადილოში მოხდა, მაგრამ რომ ვნახე, არანაირი რეაგირება არ არის, მე თვითონ დავუკავშირდი გენინსპექციას და მოვითხოვე რეაგირება.
დღეს დამიბარეს და ვისაუბრებ იმ დეტალებზე, რაც მოხდა იქ. ჩვენ ვისხედით, ვჭამდით საჭმელს, შემოცვივდნენ სასადილოში და მოსთხოვეს ზვიად კუპრავას დარბაზში ასვლა, მოსამართლე გიბარებსო, არადა, ეს იყო მოგონილი. ამის შემდეგ მაშინვე ძალადობაზე გადავიდნენ, ძალით გაათრიეს ზვიად კუპრავა, თავზე დაგვამხეს მაგიდა, გადმოგვიყარეს საჭმელ-სასმელი, დავით ლაგვილავას ხელით შეეხნენ, ჯიკაობის დროს ჩემკენაც გამოიწიეს. ეს იყო სრული მარაზმი, ჭამა არ გვაცადეს ელემენტარულად. სამართალდამცავი იქით უნდა გიცავდეს და პირიქით მოდის ზეწოლაზე“, - განაცხადა სარალიძემ.
ზაზა სარალიძემ მ ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველთა გათავისუფლება და დაკავება მოითხოვა.
„გადაცდომა კი არა, დასაკავებლები არიან ყველანი. ვინც იყო იქ პოლიციელი, ყველა დასაჭერია. კონკრეტული პოლიციელების მიმართ ვითხოვ რეაგირებას, ხელმძღვანელები კი თვითონ გადაწყვიტონ, არიან თუ არა დასაჭერები. კონკრეტული პოლიციელები განთავისუფლებული უნდა იყვნენ სამსახურიდან
და შესაბამისი სამართლებრივი ფორმა უნდა მიეცეს ყველაფერს“, - განაცხადა სარალიძემ.
საკვანძო სიტყვები:
სახელმწიფოს დამამხობლები კიდევ ბედავენ, დედაქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტი შეუქმნან, სახელმწიფო ამ საკითხს მეთოდურად უდგება - შალვა პაპუაშვილი
10 ოქტომბერი, 2025 , 14:49
„მეგობარი აქტის“ ავტორს 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავოს - კახა კალაძე
10 ოქტომბერი, 2025 , 14:38
ყველა ბოროტება, რაც ხდება ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა - კახა კალაძე
10 ოქტომბერი, 2025 , 14:31

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება
10 ოქტომბერი, 2025 , 10:03

ირაკლი კობახიძეს მივმართავ: ერთ მშვენიერ დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კეთილს ნამდვილად ინებებს, მაგრამ არ ვიცი, ეს თქვენ კეთილებს რამდენად მოეწონება - ლელა ჯეჯელავა
9 ოქტომბერი, 2025 , 16:07

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან -კახა კალაძე
9 ოქტომბერი, 2025 , 14:21