უახლესი ამბები
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
საზოგადოება

ზურაბ ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო. თანხის დაფარვის ვადად ერთი თვე განისაზღვრა.
ჯაფარიძის თქმით, ის ერთი თეთრის გადახდას არ აპირებს.
"თქვეს, რომ "არ ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, არ ვაღიარებ პარლამენტს და არ ვაღიარებ მთავრობას, ამიტომ, არსებობს საფრთხე, რომ მივიმალო ან ჩავიდინო რაღაც სხვა დანაშაული", რაზეც ავუხსენი, მიმალვა რომ მნდომოდა, სტრასბურგში ვიყავი, როდესაც დაბარებაზე შეტყობინება მომივიდა და ჩამოვედი, ეს ერთი. მეორე, რა დანაშაული უნდა ჩავიდინო კიდევ, ეს სრულიად გაუგებარია. არც ნასამართლობა მაქვს. თუ იმაზეა საუბარი, რაღაც კომისია რომ არის და მანდ დამიბარებენ, მაგაზე ვუთხარი, 20-ჯერ რომ დამიბარონ, არცერთხელ არ ვაპირებ მისვლას-მეთქი.
სინამდვილეში, არ არსებობდა არანაირი ფორმალური საფუძველი იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიებად რამე გამოეყენებინათ, რადგან არსად გაქცევას არ ვაპირებ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პროცესის დასრულების შემდეგ.
ბრალდებას კი მიაჩნია, რომ 20 000 ლარის ოდენობით გირაო ზურაბ ჯაფარიძის "სათანადო ქცევას" უზრუნველყოფს.
"არსებობდა ორი საფრთხე - ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის. ბუნებრივია, როდესაც ამ საფრთხეებთან მიმართებით ვსაუბრობთ, აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მისი სათანადო ქცევა, როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლოში არსებითი განხილვების ეტაპზე. მიგვაჩნია, რომ 20 000 ლარის ოდენობის გირაო უზრუნველყოფს მის სათანადო ქცევას", - განაცხადა პროკურორმა ნათია თათიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საკვანძო სიტყვები:

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

„დინამოს“ ლეგენდებმა „აიაქსის“ ლეგენდები ანგარიშით 5:2 დაამარცხეს
20 ოქტომბერი, 2025 , 14:42
მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, მაგრამ არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა - ირაკლი კობახიძე
20 ოქტომბერი, 2025 , 10:38

თბილისმა ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ - SBC Summit Tbilisi 2025-ს უმასპინძლა
18 ოქტომბერი, 2025 , 13:08