უახლესი ამბები
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ზურაბ ჯაფარიძე სახელის შეცვლას აპირებს
პარტია „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, საპრეზიდენტო არჩევნებზე დასარეგისტრირებლად სახელის შეცვლას აპირებს. როგორც მან განმარტა, არსებული წესის მიხედვით, პარტიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია კანდიდატის დაყენება, თუ წინა არჩევნებზე იყო რეგისტრირებული, რა მოთხოვნასაც „გირჩი“ არ აკმაყოფილებს.
ჯაფარიძის თქმით, იმისათვის, რომ საარჩევნო ბიულეტენში ფიგურირებდეს პარტია „გირჩი“, მან გადაწყვიტა, საკუთარ სახელს „გირჩი“ დაუმატოს.
მან მოუწოდა იუსტიციის სამინისტროს, გაითვალისწინოს მისი შემთხვევა და დაუჩქაროს სახელის შეცვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.
„ცესკო-მ დაგვიდასტურა რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ ვიქნები გირჩი / Girchi-ს კანდიდატი პარტიამ რომ კანდიდატი დააყენოს, წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებულიო. და ამ წესს ცესკო ვერ ცვლის, პარლამენტის შესაცვლელიაო.
ჩემთვის და გირჩელებისთვის პრინციპული საკითხია, რომ ბიულეტენში ეწეროს გირჩი საბოლოო ჯამში, ჩემთვის ხმის მიცემა, გირჩისთვის ხმის მიცემაა, რადგან ცალკე აღებული ჯაფარიძე არ უდრის გირჩს. ცალ-ცალკე გირჩამდეც გვიკეთებია რაღაცეები, მაგრამ ის რაც არის გირჩი, მხოლოდ ჩვენი ერთობლიობით შეიქმნა.
რადგან ქართული საარჩევნო კანონმდებლობა საკუთარ თავზე აქვთ მორგებული მსხვილ პარტიებს და, როგორც მსხვილი ბიზნესები, ხელს უშლიან პატარა მოთამაშეების პოლიტიკურ ბაზარზე შესვლას (რისი გამოხატულებაცაა ეს კონკრეტული შემთხვევაც), გადავწყვიტეთ შემდეგი (იდეის ავტორი დათო როგავა):
ხვალ ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩემს სახელს დაემატოს ე.წ middle name – „გირჩი“, ანუ, რომ გავხდე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
ამ გზით გირჩი მოხვდება საარჩევნო ბიულეტენში
აქვე მინდა მივმართო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს:
ვიცი, რომ ასეთი ცვლილებების რეგისტრაციისთვის 60 დღე გაქვთ თუმცა, ჩემს შემთხვევაში, მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ ამ ცვლილებას არ ვითხოვ საკუთარი რეალური იდენტობის დამალვისა და წარსული ცოდვების მიჩქმალვის მიზნით. შესაბამისად, იქნებ, სწრაფად განახორციელოთ ამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება, რათა 1 სექტემბრიდან მომეცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურების ვადებში განხორციელებისა და კამპანიის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა.
პ.ს. ასევე ვიცი, რომ სახელის შეცვლა მხოლოდ ერთხელ არის კანონმდებლობით ნებადართული და, შესაბამისად, გირჩი სიკვდილამდე დარჩება ჩემს middle name-ად. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, -დაწერა ჯაფარიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12