უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 მარტი, 2018 17:02
font-size

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების გამოძიების მოთხოვნით მიმდინარე აქცია დასრულდა

პარლამენტის შენობის წინ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების გამოძიების მოთხოვნით მიმდინარე აქცია დასრულებულია.

აქციაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა და მისმა მხარდამჭერებმა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მიზნით, პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ზვიად გამსახურდიას შვილის ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მათ არავითარი იმედია არ აქვთ, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდება, შესაბამისად, ოჯახი უახლოეს პერიოდში აპირებს ევროსასამართლოს განცხადებით მიმართოს.

ცოტნე გამსახურდიას თქმით, კარგად ჩანს პროკურატურის სრული უმოქმედობა, სრული უნებისყოფობა ამ საქმეში. როგორც ის ამბობს საგამოძიებო ორგანო იჯერებს იმას, რასაც მოწმეები ყვებიან და მათ არ გააჩნიათ ნება ამ საქმეზე დადგეს ჭეშმარიტება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 79 წელი შეუსრულდებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამთავრობო და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეცნიერ-ფილოლოგის, მწერლის, მთარგმნელის ბიუსტები, ზუგდიდში, დარჩელსა და ჯიხაშკარში გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღესვე, სიმბოლურად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

ცირა გურგენიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი