კომენტარი
5 წლის თავზე დაიდო შედეგი, ამიერიდან, `პრემიას` დაერქმევა `ჯილდო`- ზაზა ბიბილაშვილი
მთავრობის ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვით, „პრემიას“ „ჯილდო“ დაერქმევა და ის წლიური ხელფასის 10%-ით განისაზღვრება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი გამოეხმაურა.
„5 წლის წინ, როცა ამათი კოლექტიური სიხარბისა და კოლოსალური პრემიების ამბავი გასკდა, ქოცებმა თქვეს, პრემიების აღების ვალდებულება "უმძიმესი მემკვიდრეობის" ნაწილიაო და უცხოელი მრჩევლები მოიწვიეს, რათა მოენახათ გზა, როგორ აღარ აეღოთ პრემიები (ალბათ იმათაც წილში ჩაუჯდნენ)
გამოხდა ხანი. სანამ მრჩევლები მუშაობდნენ, ესენი ხრავდენ ბიუჯეტს, იტაცებდნენ სახელმწიფო ქონებას, ნერგავდნენ "ატკატების" პრაქტიკას, აფეთქებდნენ საყდრისს, 1 ლარად ასხვისებდნენ პუშკინის სკვერს და თაბორის მთას, ინაცვლებდნენ სოციალურად დაუცველთა სიიდან მილიონერთა სიაში...
მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ღირდა ლოდინად! - 5 წლის თავზე მაინც დაიდო შედეგი! - კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან, "პრემიას" დაერქმევა "ჯილდო"!“,-დაწერა პოლიტიკოსმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი
23 იანვარი, 2026 , 10:30
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი
22 იანვარი, 2026 , 17:08
ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე
22 იანვარი, 2026 , 16:51
სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 16:35
თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე
22 იანვარი, 2026 , 14:39
540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი
16 იანვარი, 2026 , 13:23


