კომენტარი
ხალხმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც აღიარებული იყო ვენეციის კომისიის მიერ - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა.
როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია არასწორ განცხადებას აკეთებს.
„ოპოზიციას უნდა შევახსენო, რომ ეს არ არის საკონსტიტუციო კომისია, ეს არის საორგანიზაციო კომისია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზებას გაუკეთებს სახალხო განხილვებს. აქაც ფორმალური იქნება პრაქტიულად, გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი არის დასრულებული, უბრალოდ, ხდება იმ ოთხი საკითხის გაფორმება და მიღება ახალი ინიცირების ფარგლებში, რომლითაც შედგა შეთახმება პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეცის კომისიას შორის“, - განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, ოპოზიციის ბოიკოტი და მარტო დარჩენილი უმრავლესობა ხომ არ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს, მდინარაძემ განაცხადა, ეს მხოლოდ ოპოზიციის შეფასებაა.
„ეს არის მხოლოდ ოპოზიციის შეფასება, რადგან კონსენსუსი შედგა ხალხთან და ამის პასუხია 21 ოქტომბრის არჩევნები. ხალხმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც აღიარებული იყო ვენეციის კომისიის მიერ. აქედან გამომდინარე, გვაქვს, ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშავებს კარგად“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი
23 იანვარი, 2026 , 10:30
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი
22 იანვარი, 2026 , 17:08
ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე
22 იანვარი, 2026 , 16:51
სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 16:35
თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე
22 იანვარი, 2026 , 14:39
540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი
16 იანვარი, 2026 , 13:23


