კომენტარი
,,არ მოვა გუგავა, მოვა გაძვირებული ქვითრები`
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სემეკში უკვე შესულია განაცხადი და გარდაუვალია კომუნალურ გადასახადებზე ფასის მომეტება.
ნათელაშვილის თქმით, ეს ყველა იმ მოქალაქის ბრალია, რომელიც ან არ მივიდა არჩევნებზე ან კალაძესა და ,,ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა.
,,მე და მთელი პარტია ხელჩართულ ბრძოლას ვაწარმოებდით, რომ არ მომხდარიყო გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის გაძვირება. გავაფრთხილეთ ამომრჩეველი, რომ ხმის მიცემა კალაძისა და ოცნებისთვის ან სახლში დარჩენა და შორიდან ყურება იმისა, თუ როგორ განვითარდება ქვეყანა იყო დანაშაული, - ეს არ დაიჯერეს და ახლა მწარე ნაყოფს მოკრეფენ თავის ქმედების.
განაცხადი რეგისტრირებულია სემეკში, პროცედურა დაწყებულია და მოხდება წყალსა და გაზზე ფასის მომატება. დარჩენილი სამი წელი იქნება ეს მდგომაროება და ამას ვერავინ შეაჩერებს. ამაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება 15 ლარიანებს და სამსახურის გამო მონად გადაქცეულებს, ვინც სახლში იჯდა და ვინც კალაძეს ხმა მისცა.
რომ ხუმრობდნენ გუგავა მოვაო, არ მოვა გუგავა, მოვა გაძვირებული ქვითრები და დააბრალონ თავის თავს,“-ამბობს ნათელაშვილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.
თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი
23 იანვარი, 2026 , 10:30
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი
22 იანვარი, 2026 , 17:08
ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე
22 იანვარი, 2026 , 16:51
სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 16:35
თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე
22 იანვარი, 2026 , 14:39
540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი
16 იანვარი, 2026 , 13:23


