უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 მარტი, 2018 12:50
font-size

იაპონიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

ქართული ღვინის კომპანიები კვების პროდუქტებისა და სასმელების 43-ე საერთაშორისო გამოფენაში ,,FOODEX JAPAN 2018” მონაწილეობენ, რომლებიც იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 6-9 მარტს ტარდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, აღნიშნულ გამოფენაზე 10 ღვინის კომპანიაა წარმოდგენილი - “მეღვინეობა ვაზიანი”, “მარანული”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია”, “შატო ნეკრესი”, შპს “ქინძმარაული”, “სარაჯიშვილი”, შპს “ალავერდი”, “ქიმერიონი”, “მოსმიერი” და “ჩელთი”.

გამოფენის ოფიციალურ გახსნას იაპონიაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ლევან ცინცაძე დაესწრო.

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა. სემინარს ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, ექსპერტები, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის იაპონიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი სატორუ მორი.

პრეზენტაცია „საქართველო - ღვინის აკვანი“ მოიცავდა ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის 8-ათასწლიანი განვითარების მოკლე მიმოხილვას.

როგორც ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, იაპონელი ღვინის ექსპერტები დიდი ინტერესს გამოხატავენ ქართული ღვინის სტილებით და განსაკუთრებით - ქვევრის ღვინით.

„იაპონელი მომხმარებელი და ღვინის პროფესიონალები ბოლო რამდენიმე წელია დიდ ყურადღებას იჩენენ ქართული ღვინის მიმართ, რაც აისახა კიდეც მზარდ ექსპორტში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგული აქტივობები ამ ქვეყანაში მოიცავს როგორც დეგუსტაციებსა და გამოფენებში მონაწილეობას, ასევე იაპონელი ექსპერტების ვიზიტების დაგეგმვას საქართველოში, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ქართულ ღვინოს და მის კულტურას„ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იაპონიაში ექსპორტის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 213%-ითა გაიზრადა (44 292 ბოთლი)

„FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაზე 80 ათასამდე სტუმარს ელოდებიან.

2023 წელს ეკონომიკა 7.8 %-ით გაიზარდა - „საქსტატი“

15 ნოემბერი, 2024 , 12:12

„საქსტატი“ მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარს გა

იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.9 პროცენტით შემცირდა

21 ოქტომბერი, 2024 , 11:37

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.1

იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

21 ოქტომბერი, 2024 , 11:22

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 777.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდ

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2024 , 11:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნი

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

9 სექტემბერი, 2024 , 12:29

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტლის დაზუსტე

2024 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13.0 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აგვისტო, 2024 , 14:10

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვ