უკან

კომენტარი

22 ოქტომბერი, 2018 14:15
font-size

სალომე ზურაბიშვილის ბოლო განმარტებები სრულ თანხვედრაშია საქართველის ხელისუფლების პოზიციასთან აგვისტოს ომზე - დავით ზალკალიანი

„სალომე ზურაბიშვილის წიგნი არ მაქვს წაკითხული, არ ვიცი, რაზეა საუბარი“, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ზურაბიშვილის წიგნის გარკვეულ ფრაგმენტებს რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს.

ზალკალიანის თქმით, ზურაბიშვილის ბოლო განმარტებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია საქართველოს პოზიციასთან.

„ერთი რამ მკაფიოდ შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველის ხელისუფლების პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მკაფიოდ არის გაცხადებული. სალომე ზურაბიშვილის ბოლო განმარტებები სრულ თანხვედრაშია ამ პოზიციასთან. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართალთან იყოს სრულ შესაბამისობაში. ყველა პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს საერთაშორისო ფორმატში, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან",- განაცხადა ზალკალიანმა.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს.

„მეცოდებიან, ღირსეული მტერი არ არის“ - ნანა ჯორჯაძე მმართველ ხელისუფლებაზე

19 ნოემბერი, 2024 , 13:23

მეცოდებიან, ღირსეული მტერი არ არის, -  ამბობს ნანა ჯორჯაძე მმართველ ხელისუფლებაზე. რეჟისორი, რომელიც დილიდან მელიქიშვილის გამზირზე დგას,  ამბობს, რომ მისი ბიოგრაფიის განმავლობაში, ასეთ "მშიშრებს და ნაძირლე

ძალიან საბჭოურია - ჟიგიმანტას პავილიონისი

11 ნოემბერი, 2024 , 12:26

3-4 წლის წინ შევამჩნიე, ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა, შეხვედრები აღარ ხდებოდა.  ეს არის საბჭოთა მიდგომა, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რითაც საქართველო

დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით - მამუკა ხაზარაძე

5 ნოემბერი, 2024 , 12:20

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურაში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით

ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც - ვახტანგ გომელაური

24 ოქტომბერი, 2024 , 15:34

ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ბრძანება შეიცვალა 2021 წელს და გამოვიყენეთ ევროპული

ამას დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას - ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

9 ოქტომბერი, 2024 , 16:34

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას ანტიქართულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეებში „თავხედური ჩარევა

იოცნებოს, მაგრამ ეს არის ის `ოცნება`, რომლის ასრულებასაც ის ვერ მიაღწევს და ვერ მიაღწევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს - ეკა ბესელია

7 ოქტომბერი, 2024 , 14:59

იოცნებოს, მაგრამ ეს არის ის "ოცნება", რომლის ასრულებასაც ის ვერ მიაღწევს - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც დღეს "ქართული ოცნების" სახელით, პრეზიდენ