უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ნოემბერი, 2018 16:40
font-size

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების სწავლას სამხრეთ კორეის უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დღეს, სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (UST) წარმომადგენლები შეხვდნენ და საინჟინრო დარგების მიმართულებით, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის განკუთვნილი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და სტანდარტების სამსახურის ხელმძღვანელმა, ოთარ ზუმბურიძემ აღნიშნა, განათლების ინტერნაციონალიზაციის პროგრამის ფარგლებში, სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი საინტერესო წინადადებით ეწვია ტექნიკურ უნივერსიტეტს. მისი თქმით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი კრიტერიუმები, რითაც სამხრეთ კორეელი კოლეგები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს UST-ის სასტიპენდიო პროგრამაში ჩართავენ.

„ინტერნაციონალიზაცია ძალიან საინტერესო მიმართულებაა მთელ მსოფლიოში, რასაც არაერთი დადებითი მხარე აქვს. როდესაც სტუდენტი მიდის სხვა ქვეყანაში რაიმე კონკრეტული კურსის შესასწავლად, ის ასევე ეცნობა იმ ქვეყნის ცივილიზაციას, ტრადიციას, კულტურას, რაც მნიშვნელოვანია მისი მომავლისთვის.

ამშობლოში დაბრუნებული ასეთი სტუდენტები უკვე სხვა კუთხით აფასებენ საერთაშორისო პროცესებს, რაც უთუოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც. სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, მიიწვიოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბაკალავრები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად და ჩართოს ისინი თავის სასტიპენდიო პროგრამებში.

სგავსი წინადადებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ჯერ არც ერთ უცხოურ უნივერსიტეტს არ მიუმართავს. ამდენად, ეს უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი სტუდენტებისთვის. კორეულ უნივერსიტეტს, პრაქტიკულად, ყველა საინჟინრო-ტექნოლოგიური სპეციალობა აქვს და იმის რესურსიც გააჩნია, რომ სამაგისტრო და სადოქტორო სწავლება ინგლისურ ენაზე წარმართოს, ამასთან, თითოეული სტუდენტისთვის უზრუნველჰყოს საცხოვრებელი პირობები და სტიპენდია 1500 დოლარის ფარგლებში. სამხრეთ კორეელი კოლეგები, საწყის ეტაპზე, ყოველწლიურად ხუთი სტუდენტის სწავლის სრულად დაფინანსებას გვთავაზობენ. მათი ერთადერთი მოთხოვნა ბაკალავრის დიპლომი და ინგლისურ ენაში „ტოიფელის“ სერთიფიკატია“, - განაცხადა ოთარ ზუმბურიძემ.

სამხრეთ კორეის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (University of Science and Technology - UST), რომელიც 2003 წელს დაარსდა, სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანებაა. მისი კამპუსები განთავსებულია ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა სეული, სუვონი, ჩონგონი, ანსანი, სეონონმენი და დიჯეონი.

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

30 იანვარი, 2026 , 19:03

საქართველოს ბანკის მიერ ქართველი კრეატორების გაძლიერების მიზნით შექმნილი პროექტის - Creator-ის ფინალური ეპიზოდი უკვე YouTube-ზეა.  ფინალურ ეტაპზე ორი მონაწილე Veriko Bazali და WildDoc გადავიდნენ. გამარჯვებულის ვინაო

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

30 იანვარი, 2026 , 17:26

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ბიზნესების გაძლიერებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.  ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და SavvY-ს ინიციატივით, ბანკის პარტნიორმა კო

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

30 იანვარი, 2026 , 17:20

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად მესამე წელია STEM ოლიმპიადას მართავს. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღე

ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად

30 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს ბანკი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის მარტივი და ხელმისაწვდომი ციფრული ინსტრუმენტების განვითარებას. ამ მიზნით, განახლდა ბიზნეს ინტერნეტბანკი და ინვოისების მართვის ახალი ფუნქციონალი დაემატა. ფუნქციო

აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს

30 იანვარი, 2026 , 12:03

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. „აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-შ

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

29 იანვარი, 2026 , 16:18

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი