საზოგადოება
აფეთქება არ დასტურდება - „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განმარტება გეთიას ქუჩაზე დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 18 იანვარს გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით
განცხადებას ავრცელებს.
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. აბონენტის განცხადებით, წყლის მიწოდება იყო შეწყვეტილი. წყლის მიწოდების აღდგენის შედეგად ჩაირთო ეზოში დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი, რომელიც გადახურდა და გაუჩნდა ცეცხლი.
წყალგამაცხელებელი დამონტაჟებული იყო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. აფეთქება არ დასტურდება.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ საკუთარ ფართებში დამონტაჟებულ წყლის გამაცხელებლებსა და გაზის გამათბობლებს. გაზის ქსელის შემოწმების მიზნით დარეკეთ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე: 114. უფასო მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.“ - ნათქვამია განცხადებაში.
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
30 იანვარი, 2026 , 19:03
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
30 იანვარი, 2026 , 17:26
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
30 იანვარი, 2026 , 17:20
ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად
30 იანვარი, 2026 , 13:25
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
30 იანვარი, 2026 , 12:03
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
29 იანვარი, 2026 , 16:18


