უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 იანვარი, 2019 11:00
font-size

საპენსიო რეფორმის ჩვენი მოდელი წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა - ნიკოლოზ გაგუა

საპენსიო რეფორმის ჩვენი მოდელი ეყრდნობა წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრისას.

მისი თქმით, ხშირად აღნიშნული რეფორმის კონტექსტში, არასწორად მოჰყავთ პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები, სადაც რეფორმის სულ სხვა მოდელია შერჩეული.

„პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები არასწორად ჟღერდება, რადგან კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემას, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, არ აქვს წარუმატებელი მაგალითები. პოლონეთისა და უნგრეთის შემთხვევაში, მოქმედებდა სულ სხვა ტიპის საპენსიო სისტემა. ეს იყო არა დაგროვებითი, არამედ ე.წ. სოციალური, სოლიდარული სისტემა, რომელმაც ვერ გაუძლო დემოგრაფიულ გამოწვევებს. პოლონეთსა და უნგრეთში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა. ასევე, იზრდება პენსიაზე გასულ მოქალაქეთა რაოდენობა. პოლონეთსა და უნგრეთში დანერგილმა სისტემამ ვერ გაუძლო ამ გამოწვევას. ჩვენ მიერ არჩეული დაგროვებითი საპენსიო მოდელით, ეს რისკი არ არსებობს. ჩვენი საპენსიო მოდელი არის მარტივი იმ თვალსაზრისით, რომ პიროვნება აგროვებს თანხას დ ა თავის დანაზოგს ინაწილებს პენსიაზე გასვლის შემდგომ პერიოდზე. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითების შედარება არის მცდარი. პოლონეთში პრობელმა შეექმნა ე.წ. პირველ სვეტს, ჩვენი რეფორმა კი ეხება ე.წ. მეორე სვეტს. ჩვენ ვთვლით, რომ იმ პრობლემებისგან, რომელიც იყო ამ ორ ქვეყანაში, საქართველოში დაწყებული საპენსიო მოდელი სრულად, შეიძლება ითქვას, 100 პროცენტით თავისუფალია,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

30 იანვარი, 2026 , 19:03

საქართველოს ბანკის მიერ ქართველი კრეატორების გაძლიერების მიზნით შექმნილი პროექტის - Creator-ის ფინალური ეპიზოდი უკვე YouTube-ზეა.  ფინალურ ეტაპზე ორი მონაწილე Veriko Bazali და WildDoc გადავიდნენ. გამარჯვებულის ვინაო

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

30 იანვარი, 2026 , 17:26

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ბიზნესების გაძლიერებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.  ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და SavvY-ს ინიციატივით, ბანკის პარტნიორმა კო

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

30 იანვარი, 2026 , 17:20

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად მესამე წელია STEM ოლიმპიადას მართავს. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღე

ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად

30 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს ბანკი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის მარტივი და ხელმისაწვდომი ციფრული ინსტრუმენტების განვითარებას. ამ მიზნით, განახლდა ბიზნეს ინტერნეტბანკი და ინვოისების მართვის ახალი ფუნქციონალი დაემატა. ფუნქციო

აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს

30 იანვარი, 2026 , 12:03

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. „აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-შ

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

29 იანვარი, 2026 , 16:18

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი