საზოგადოება
მილში გაურკვეველი ნივთი იყო გაჭედილი. არ გამოირიცხება ის ჩიტის ბუდე იყოს - CO-ს მოწამვლის შედეგად გარდაცვლილი 7 ადამიანი
ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით 7 ადამიანი დაიღუპა ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის განმავლობაში კორპუსი მთლიანად ევაკუირებული იყო.
ბინა, სადაც ტრაგედია მოხდა, ამ დროისთვის დალუქულია. ტრაგედიის მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, მილში ნამწვის დაგროვება სახელდება. მასში გაურკვეველი ნივთი იყო გაჭედილი. არ გამოირიცხება ის ჩიტის ბუდე იყოს, რამაც გაზის ნამწვის გატარებას ხელი შეუშალა.
მეზობლები ამბობენ, რომ ბინის მეპატრონე გაზის გამათბობელთან დაკავშირებით ორჯერ იყო გაფრთხილებული.
„CO-ს დაგროვება, როგორც ჩვენ გვითხრეს. „კალონკიდან“ დაგროვდა. ორჯერ ჰქონიათ გაფრთხილება და მესამედ ეს ამბავი მოხდა. ევაკუაცია იყო თვითონ კორპუსში, „პადიეზდში“ თვითონ და როგორც კი დასრულდა, უკვე შემოგვიშვესშიგნითაც,“ - ამბობს ადგილობრივი.
ქეთევან წამებულის ქუჩაზე გუშინ გარდაცვლილი შვიდივე მამაკაცი თბილისში რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსული. ისინი თბილისში მშენებლობაზე მუშაობდნენ და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.
გარდაცვლილებს შორის არიან მამა-შვილი, ასევე ძმები. ერთი გარდაცვლილი კი 19 წლისაა. ისინი უკვე გადაასვენეს გორში, ასპინძაში, რუსთავსა და ზესტაფონში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება.
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
30 იანვარი, 2026 , 19:03
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
30 იანვარი, 2026 , 17:26
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
30 იანვარი, 2026 , 17:20
ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად
30 იანვარი, 2026 , 13:25
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
30 იანვარი, 2026 , 12:03
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
29 იანვარი, 2026 , 16:18


