საზოგადოება
ჩვენმა სტუდენტებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ პრივილეგიით რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს გააჩნია - მიხეილ ბატიაშვილი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტებს, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს და და საზოგადოებას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხედვა წარუდგინა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც რეფორმის ფარგლებში თანმიმდევრულად განხორციელდება.
„ჩვენმა სტუდენტებმა უნდა ისარგებლონ ყველა იმ სარგებელით, რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს გააჩნია. საქართველო რამდენიმე წელიწადში უნდა ვიხილოთ ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. უმაღლესი განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ის ცვლილებები რაც რეფორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანი გზაა, რომელიც ერთად გვაქვს გასავლელი. ერთ-რთი მნიშვნელოვანი, რაც მკაფიოდ გვინდა გამოვყოთ, არის ის რომ საქართველოს უმაღლესი განათლება გახდეს ერთინი ევროპული განათლების სივრცის ნაწილი“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა, რომლის თქმით, ამ თვეების განმავლობაში უკვე ჩატარდა ინტენსიური სამუშაობი, შეფასდა ყველა რისკი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უკვე წყებულია.
მინიტრი მიიჩნევს, რომ ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება არ არის მარტივი გზა, თუმცა ეს არის რეალური და მიღწევადი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. მით უმეტეს, ევროკავშირის უმაღლეს კომისრების მხრიდან არის მკაფიო მხარდაჭერა და ყველანაირი მზაობა იმისთვის, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ სივრცეში გაწევრიანებაში დაეხმაროს.
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
30 იანვარი, 2026 , 19:03
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
30 იანვარი, 2026 , 17:26
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
30 იანვარი, 2026 , 17:20
ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად
30 იანვარი, 2026 , 13:25
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
30 იანვარი, 2026 , 12:03
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
29 იანვარი, 2026 , 16:18


