უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 მაისი, 2019 15:50
font-size

„თუ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება, გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი` - მოისწრაფიშვილი

„თუ სიტყვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე დაემუქრება, აუცილებლად გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოში იყოს დაცული,“ - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ დაწყებულ ახალ შეტევას და სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძის სარჩელს.

კითხვას, ხედავს თუ არა პრეზიდენტი ამ საქმეში პოლიტიკურ ინტერესს, ან არის თუ არა დარღვეული სიტყვის თავისუფლება უკვე ამ მოცემულობით, ზურაბიშვილის ადმინისტრაცია უპასუხოდ ტოვებს.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სიტყვის თავისუფლება დაცულია და გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისად გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იყოს სრულიად დაცული. კონსტიტუციით არის გარანტირებული საქართველოში სიტყვის თავისუფლება,“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

შეგახსენებთ, სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

30 იანვარი, 2026 , 19:03

საქართველოს ბანკის მიერ ქართველი კრეატორების გაძლიერების მიზნით შექმნილი პროექტის - Creator-ის ფინალური ეპიზოდი უკვე YouTube-ზეა.  ფინალურ ეტაპზე ორი მონაწილე Veriko Bazali და WildDoc გადავიდნენ. გამარჯვებულის ვინაო

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

30 იანვარი, 2026 , 17:26

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ბიზნესების გაძლიერებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.  ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და SavvY-ს ინიციატივით, ბანკის პარტნიორმა კო

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

30 იანვარი, 2026 , 17:20

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად მესამე წელია STEM ოლიმპიადას მართავს. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღე

ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად

30 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს ბანკი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის მარტივი და ხელმისაწვდომი ციფრული ინსტრუმენტების განვითარებას. ამ მიზნით, განახლდა ბიზნეს ინტერნეტბანკი და ინვოისების მართვის ახალი ფუნქციონალი დაემატა. ფუნქციო

აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს

30 იანვარი, 2026 , 12:03

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. „აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-შ

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

29 იანვარი, 2026 , 16:18

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი