უკან

საზოგადოება

8 მაისი, 2019 11:29
font-size

ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აუდიოვიზუალურ ასახვაზე კონკურსი გამოცხადდა

ისრაელის სახლი, ევროსაბჭოსა და AEPJ-თან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აუდიოვიზუალურ ასახვაზე ორ კატეგორიაში:

1. თანამედროვეობა

2. მასალები წარსულიდან.

საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან 5000 ევრომდე პრიზებით და მათ შორის ყველაზე წარმატებული გაემგზავრება ევროპაში გამოფენაზე.

კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა 2019 წლის 26 ივნისს იწურება. მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ აგრეთვე ნომერზე: 0322 997035

კონკურსი ფოკუსირდება არქიტექტურასა და ურბანიზმზე ებრაულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში, რათა მოხდეს თანამედროვე ნამუშევრების გენერირება ციფრულ ფორმატში იმ საერთო ელემენტების წარმოჩენის მიზნით, რომლებიც აახლოებენ ებრაული და არაებრაული წარმოშობისა და კულტურის მოქალაქეებს იმის თვალნათლივ წარმოსაჩენად, რომ ებრაული კულტურა წარმოადგენს ევროპული ოჯახის ნაწილს და ის კვალი, რომელიც ეკუთვნის ებრაულ წარსულს, ჯერ ისევ შენარჩუნებული და ცოცხალია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იმისათვის, რომ უკეთესად გავაცნობიეროთ წარსული.

კონკურსი ღიაა სრულწლოვანი ფოტოგრაფებისა და აუდიო-ვიზუალური სფეროს სპეციალისტებისათვის, რომლებიც არიან ევროსაბჭოს ქვეყნის რეზიდენტები. ნამუშევრები დაკავშირებული უნდა იყოს მონაწილე ქალაქის ებრაულ მემკვიდრეობასთან და უნდა შეესაბამებოდეს განსაზღვრული კატეგორიებიდან ერთ-ერთს.

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, წარადგინონ ერთი ცალკეული ნამუშევარი ან ნამუშევართა სერია, რომელიც შედგება არანაკლებ 3 ელემენტისაგან (მაგალითად, დამოუკიდებელი ფოტოები), რომლებსაც აერთიანებს ერთი საერთო თემა ან სათაური. სერიების შეფასება მოხდება ერთობლივად. ასეთ ნამუშევრებს არ ექნება რაიმე ელემენტები (ხელმოწერა, ლოგო, ინიციალები, გრაფიკული ჩარჩო და ა.შ.), რომლებითაც შესაძლებელია ავტორის ნახატის ან ნამუშევარის ავტორის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დაცული აღნიშნული მოთხოვნა, მოცემული ფოტო ამოღებული იქნება კონკურსიდან. ნამუშევარი, ასევე, ამოღებული იქნება კონკურსიდან იმ შემთხვევაში, თუკი პროექტის კოორდინატორები მიიჩნევენ მას კონკურსის წესებთან და პირობებთან შეუსაბამოდ. მონაწილეთა ციფრული ნამუშევრების პრეზენტაცია მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი ატვირთული იქნება ვებგვერდზე (www.paralleltraces.eu) სპეციალურად გამოყოფილი ლინკის მეშვეობით. ყოველი მონაწილე შეინარჩუნებს სრულ საავტორო უფლებებს წარმოდგენილ მასალაზე; ავტორებმა უნდა დაადასტურონ საკუთარი ნამუშევარი და იკისრონ პირადი პასუხისმგებლობა საავტორო უფლებებთან ან ავტორობასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. მონაწილეებმა პროექტს უნდა მიანიჭონ უფლებამოსილება, უფასოდ გამოიყენოს წარდგენილი ნამუშევრები სარეკლამო მიზნებისათვის, რომელიც მიმართულია თავად პროექტისა და, ასევე, გამოფენისაკენ. წარდგენის მომენტში, ნამუშევრები განისაზღვრება შემდეგ მოცემულ კატეგორიებსა და თემებში:

დღეიდან: აწმყოში: (From Now: Presence at Present)

აღნიშნული კატეგორიის მონაწილეები ფოკუსირებას მოახდენენ იმის აღმოჩენაზე, თუ რა არის შემორჩენილი ებრაული მემკვიდრეობიდან ურბანულ გარემოში. ამ აღმოჩენის გასაღები თავად ქალაქებშია და მათი პოვნა წარმოადგენს ერთ-ერთ პირობას. ეს შეიძლება იყოს თაღი, კარი, წარწერა კედელზე, ხიდი ან ყველა მათგანი - ეს ყველა ელემენტი განსაზღვრავს უბანს, სამეზობლოსა და ისტორიულ ცენტრს. ეს ელემენტები აქ საუკუნეების მანძილზე რჩებოდა, როგორც ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და გამოიყენებოდა იმავე მიზნით, რომლისთვისაც შეიქმნა. თაღები, რომლებიც იხსნება; ხიდები, რომლებიც ახდენენ თქვენთან კომუნიკაციას, კარები და მაღაზიები, რომლებიც გიხმობენ - ეს ყველაფერი გამოიყენებოდა და ჯერ ისევ გამოიყენება მოქალაქეების მიერ.

წარსულიდან: ფოტოები ისტორიით: From the past: Pictures with History

ამ კატეგორიაში წარმოდგენილი ნამუშევრები გაერთიანდება ტექსტებთან. ტექსტი და ციფრული ფოტო ან აუდიო-ვიზუალური ნამუშევარი უნდა ქმნიდეს ერთ ცალკეულ შეთანხმებულ ნამუშევარს. შთაგონების პოვნა შესაძლებელია ძველ ფოტოებზე, წერილობით ჩვენებებზე ან სხვა ნებისმიერ წყაროში, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევადაროთ წარსული და აწმყო. წარდგენის მომენტში, ნამუშევრები უნდა განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებსა და თემებში:

ფოტოებისათვის:

ფოტო შეიძლება იყოს შავთეთრი ან ფერადი. ციფრული რეტუშირება უნდა იყოს მინიმალური (განათება, კონტრასტი, ფერთა ბალანსი) და არ უნდა ამახინჯებდეს ორიგინალურ ფოტოს. ერთი ავტორი უფლებამოსილია, წარადგინოს მაქსიმუმ სამი ნამუშევარი JGP ფორმატში. თითოეული ნამუშევარის მინიმალური რეზოლუცია უნდა იყოს 1024x768 px 300 ppi, ხოლო მაქსიმალური ზომა 1 MB.

ყოველ ნამუშევარს თან უნდა დაერთოს ტექნიკური მონაცემები.

ავტორის განაცხადი არ უნდა აღემატებოდეს 10 სტრიქონს. შემოკლებული კურიკულუმი არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს.

აუდიო-ვიზუალური ნამუშევრებისათვის:

ციფრული ფორმატი, .mp4, მაქსიმუმ 1280 x 720 px რეზოლუცია, ხოლო ზომა მაქსიმუმ 50 Mb. ნამუშევარის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.

ყოველ ნამუშევარს თან უნდა დაერთოს ტექნიკური მონაცემები.

ავტორის განაცხადი არ უნდა აღემატებოდეს 10 სტრიქონს. შემოკლებული კურიკულუმი არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს.

გამარჯვებულ ნამუშევრებს გადაეცემა შემდეგი ჯილდოები:

პირველი ადგილი კატეგორიაში „დღეიდან“ – 1.500 ევრო;

პირველი ადგილი კატეგორიაში „წარსულიდან“ – 1.500 ევრო;

მეორე ადგილი კატეგორიაში „დღეიდან“, -1000 ევრო;

მეორე ადგილი კატეგორიაში „წარსულიდან“ – 1000 ევრო.

წამახალისებელი პრემია მაქსიმუმ 20 ნამუშევარზე გადაეცემა ერთ-ერთ მონაწილეს.

აღნიშნული ნამუშევრები შევა გამარჯვებულთა კატეგორიაში, ხოლო მოწვეული სტუმრის ნამუშევარი შევა მოძრავ გამოფენაში, რომელიც რიგრიგობით ჩატარდება მონაწილე ქალაქებში 2019 წლის სექტემბრიდან.

ნამუშევართა მიღება

ყოველი ადგილობრივი პარტნიორი, პროექტის კოორდინატორების საერთო ზედამხედველობის ქვეშ, კისრულობს ვალდებულებას, უზრუნველყოს ნამუშევართა თავდაპირველი გაფილტვრა და გამონაკლისის წესით წარადგინოს ის ნამუშევრები, რომლებიც არ შეესაბამება მოთხოვნებს. აღნიშნულ ნამუშევარზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ პროექტის კოორდინატორები.

ჟიური

ჟიურის ყველა წევრი მიიღებს ექსელის ფორმატში შესრულებულ ცხრილს, სადაც ისინი შეაფასებენ (ერთიდან ათამდე) ნამუშევრებს განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით (ორიგინალობა, კრეატიულობა, შესრულების მანერა, ზოგადი გავლენა). ჟიურის წევრებს, ასევე, ექნებათ წვდომა ნამუშევრებთან. ყოველი წევრისათვის გადასაცემი ექსელის ცხრილის შესახებ ინფორმაცია გაერთიანდება ერთ დოკუმენტში, სადაც შეჯამდება ქულები. ფოტოგრაფების ვინაობა უცნობი იქნება ჟიურისათვის.

ვებ გვერდი:

კონკურსი: https://paralleltraces.eu/contest/

ჟიური: https://paralleltraces.eu/contest/#jury

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

30 იანვარი, 2026 , 19:03

საქართველოს ბანკის მიერ ქართველი კრეატორების გაძლიერების მიზნით შექმნილი პროექტის - Creator-ის ფინალური ეპიზოდი უკვე YouTube-ზეა.  ფინალურ ეტაპზე ორი მონაწილე Veriko Bazali და WildDoc გადავიდნენ. გამარჯვებულის ვინაო

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

30 იანვარი, 2026 , 17:26

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ბიზნესების გაძლიერებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.  ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და SavvY-ს ინიციატივით, ბანკის პარტნიორმა კო

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

30 იანვარი, 2026 , 17:20

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად მესამე წელია STEM ოლიმპიადას მართავს. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღე

ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად

30 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს ბანკი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის მარტივი და ხელმისაწვდომი ციფრული ინსტრუმენტების განვითარებას. ამ მიზნით, განახლდა ბიზნეს ინტერნეტბანკი და ინვოისების მართვის ახალი ფუნქციონალი დაემატა. ფუნქციო

აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს

30 იანვარი, 2026 , 12:03

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. „აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-შ

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

29 იანვარი, 2026 , 16:18

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი