უახლესი ამბები
- 30.01.2026 19:12გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
- 30.01.2026 19:03Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
- 30.01.2026 17:26საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
- 30.01.2026 17:20საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
არქივი
საზოგადოება
პარლამენტში სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით მოდელირებული სხდომა გაიმართა
რა არის საპარლამენტო რეფორმა, როგორ მუშაობს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, როგორ ხდება თემატური მოკვლევის ჩატარება და ინტერპელაციის მექანიზმის გამოყენება? - საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობით დაინტერესებული ახალგაზრდების მონაწილეობით, პარლამენტის პლენარული სხდომის მოდელირება გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაში სხვადასხვა სკოლისა და უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი და სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.
ახალგაზრდებმა მოირგეს პარლამენტის თავმჯდომარის, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და დეპუტატების როლები, მიიღეს ინფორმაცია საპარლამენტო რეფორმაზე და პრაქტიკაში გამოიყენეს პარლამენტის ახალი რეგლამენტის ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ინტერპელაცია, მინისტრის საათი, თემატური მოკვლევა, კანონმდებლობის აღსრულებაზე კონტროლი და სხვა. მოდელირების მონაწილეებმა მსჯელობისთვის მოამზადეს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაც.
ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გახსნა.
„ამ პროგრამის ამოცანა არის ის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, მაქსიმალურად გავაცნოთ, შინაარსობრივად რა არის საკანონმდებლო ორგანო, როგორ ფუნქციონირებს, რა მანდატი აქვს, როგორ იღებს ის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება.
„ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი მომავალი თაობისთვის სახელმწიფო ინსტიტუტებზე სწორი ინფორმაციის ქონა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გავუჩინოთ სახელმწიფო ინსტიტუტების სწორი აღქმა და ინტერესი მათ მიმართ. ამიტომ, დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება სწორედ ამ ახალგაზრდებს და შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში, ისინი იქნებიან დაკავებული პარლამენტარების საქმიანობით. მიიღებენ კანონებს, ჩაატარებენ ინტერპელაციას, ჩაატარებენ მინისტრის საათს, იმ ღონისძიებებს, რომელიც პარლამენტის ყოველდღიური საქმიანობაა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
ღონისძიებას წინ უძღოდა ტრენინგი და მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის, შეხვედრები საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან.
ღონისძიება განხორციელდა საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, საპარლამენტო რეფორმა საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის თანმდევი მნიშვნელოვანი პროცესია.
მათივე ცნობით, ეს არის ფართომასშტაბიანი ცვლილებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო მმართველობის ეფექტიანობას, აძლიერებს პარლამენტის კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და აუმჯობესებს საკანონმდებლო საქმიანობას.
რეფორმის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელიც 2018 წლის 16 დეკემბერს ამოქმედდა.
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
30 იანვარი, 2026 , 19:03
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
30 იანვარი, 2026 , 17:26
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
30 იანვარი, 2026 , 17:20
ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად
30 იანვარი, 2026 , 13:25
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
30 იანვარი, 2026 , 12:03
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
29 იანვარი, 2026 , 16:18


