უახლესი ამბები
- 30.01.2026 19:12გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
- 30.01.2026 19:03Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
- 30.01.2026 17:26საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
- 30.01.2026 17:20საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
არქივი
საზოგადოება
ორხევის დასახლებაში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო
ორხევის დასახლებაში, ჩანტლაძის ქუჩის მიმდებარედ, კიდევ ერთი დასასვენებელი სკვერი მოეწყო.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე, რომელიც დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, რაიონის გამგებელთან კახაბერ გულედანთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მოინახულა, 3 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, სკვერის კეთილმოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის შედეგად გადაწყდა. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს ტრენაჟორები და გარე განათების ბოძები დამონტაჟდა. ასევე, საბაღე სკამები განთავსდა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ სამგორის რაიონის გამგებელს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ორხევის დასახლებაში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.
ჩანტლაძის ქუჩის მიმდებარედ განთავსებული სკვერის მოსაწყობად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 ათასი ლარი გამოიყო.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
30 იანვარი, 2026 , 19:03
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
30 იანვარი, 2026 , 17:26
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
30 იანვარი, 2026 , 17:20
ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად
30 იანვარი, 2026 , 13:25
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
30 იანვარი, 2026 , 12:03
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
29 იანვარი, 2026 , 16:18


