უახლესი ამბები
- 30.01.2026 19:12გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
- 30.01.2026 19:03Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
- 30.01.2026 17:26საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
- 30.01.2026 17:20საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
არქივი
საზოგადოება
თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობას აზღვევს
თიბისი დაზღვევა უკვე ჯანმრთელობას აზღვევს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა გამოირჩევა დაზღვეულზე ორიენტირებული, თანამედროვე და გამჭვირვალე სისტემით.
კომპანიის ინფორმაციით, თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა დაზღვეულთათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აქცენტს გრძელვადიან თანამშრომლობაზე აკეთებს, როგორც დაზღვეულებთან, ასევე მათ ორგანიზაციებთან და პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან.
სტრატეგიულ პარტნიორ კლინიკებს შორის არიან ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც გამოცდილებით და მაღალი კვალიფიკაციის პერსონალით გამოირჩევიან, უახლესი აპარატურითა და ინფრასტრუქტურით, მათ შორის არის მედიკორი და ქართულ-ამერიკული კლინიკა. ჩამოთვლილი კლინიკების გარდა, თიბისი დაზღვევის მომხმარებელს კვალიფიციური ოჯახის ექიმები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებენ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
„თიბისი დაზღვევისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მისცეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიღება, ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. თიბისი დაზღვევა თანამშრომლობს სამედიცინო დაწესებულებების ფართო ქსელთან. ამ დრომდე 200-მდე პარტნიორი ჰყავს, მათ შორის, ყველა წამყვანი კლინიკა: ევექსი, ჯეო ჰოსპიტალსი, მედიქლაბი, ინოვა და ა.შ. მთელი საქართველოს მასშტაბით. თიბისი დაზღვევა პარტნიორ კლინიკებთან ერთად მომხმარებელს გრძელვადიან პერიოდში მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებს და განავითარებს.
რაც შეეხება უპირატესობებს, რომლითაც თიბისი დაზღვევა გამოირჩება: კარგი დაფარვები / მაღალი ლიმიტები; ნაკლები გამონაკლისები; თავისუფლება სამედიცინო დაწესებულების არჩევაში; საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება საუკეთესო ტარიფებით საქართველოში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თიბისის ცნობით, მომხმარებელი ბაზარზე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მიიღებს, რომელიც უზრულველყოფილია ტექნოლოგიური გადაწყვეტებით, რათა დაზღვეულმა, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაკარგოს და სწრაფად მიიღოს სერვისი თუ ანაზღაურება. ამასთან, დაზღვეულს ყოველთვის წინასწარ დ ზუსტად ეცოდინება დაზღვევის პირობები.
გარდა ამისა, ორგანიზაციებს შეუძლიათ თანამშრომლები გამარტივებული პროცესით დააზღვიონ, რისთვისაც შეიქმნება ვებ-პლათფორმა, რაც მათ ადმინისტრაციულ რესურსს და დროს დაუზოგავს. სადაზღვევო ნაკრების მინიმალური საფასური 38 ლარია, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს სთავაზობს 5 ნაკრებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ლიმიტებით და დაფარვებით. „კარგი“, „უკეთესი“, „საუკეთესო“, „საუცხოო“ და „განსაკუთრებული“ - არჩევანი მომხმარებელზეა, თუ რომელ ნაკრებს აიჩევს.
თიბისი დაზღვევა დაზღვეულებს სთავაზობს: 24/7-ზე ცხელი ხაზს ტელეფონის ნომერზე 2 41 11 11, ან ელექტრონულ ფოსტაზე infohealth@tbcinsurance.ge; სასწრაფოს გამოძახებას; ოჯახის ექიმის/პედიატრის კონსულტაციას კლინიკაში ან სახლში გამოძახებით; პროფილაქტიკურს კვლევებს; გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორიას; გადაუდებელი და გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურება; საზღვარგარეთ მკურნალობას; მედიკამენტების ანაზღაურებას; გადაუდებელ და გეგმურ სტომატოლოგიას; ორსულობა/მშობიარობის ანაზღაურებას.
მომხმარებელს ანაზღაურების მიღება თიბისი დაზღვევის სერვის-ცენტრებსა და ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით შეეძლებათ. სერვის-ცენტრებში ანაზღაურებისას კი 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მყისიერად მოხდება, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში. ონლაინ ანაზღაურების შემთხვევაში 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მოხდება 1 დღეში ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში. ონლაინ ანაზღაურება ვებგვერდზე ივნისისდან გახდება ხელმისაწვდომი.
თიბისი დაზღვევის სერვის-ცენტრის მისამართია ყაზბეგის #24ბ.
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
30 იანვარი, 2026 , 19:03
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
30 იანვარი, 2026 , 17:26
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
30 იანვარი, 2026 , 17:20
ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად
30 იანვარი, 2026 , 13:25
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
30 იანვარი, 2026 , 12:03
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
29 იანვარი, 2026 , 16:18


