უკან

საზოგადოება

20 მაისი, 2019 15:40
font-size

N51 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ბოლო ზარზე დანებით დაუპირისპირდნენ

N51 საჯარო სკოლაში, სადაც წელიწადნახევრის წინ არასრულწლოვანებს შორის დაწყებული დაპირისპირება ორი მოზარდის მკვლელობით დასრულდა, დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დანებით მე-12 კლასელები დაუპირისპირდნენ.

ინციდენტი დაახლოებით ერთი საათის წინ სკოლის ეზოში იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები სკოლის ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.

რა გახდა კლასელებს შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს მანდატურს და განათლების სამინისტროს. ზარებს არც სკოლის დირექტორი პასუხობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მოზარდები მეზობლებმა გააშველეს. ადგილზე ჰყვებიან იმასაც, რომ მსგავსი ფაქტები 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის ხშირად ხდება.

„რა მოხდა და როგორც ხდება ამ დამპალ სკოლაში ის მოხდა. დამამთავრებელი კლასია. იყო დანების ტრიალი, ლეწვა, ნგრევა. სავსე იყო, ნემსის ყუნწი არ ვარდებოდა იმისთანა ცემა-ტყეპა და უბედურება იყო. არ შეიძლება. ყოველ დღე ერთი და იგივე. პოლიცია სადაც იყო? პოლიცია ახლა მოვიდა რომ გამოვიძახეთ,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ჩხუბში მონაწილე ბიჭებს ეცვათ თეთრი პერანგები წარწერებით, ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ ყველა მათგანი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან.

უცნობია დაშავდნენ თუ არა მოზარდები დაპირისპირების დროს.

წყარო: რუსთავი 2

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

30 იანვარი, 2026 , 19:03

საქართველოს ბანკის მიერ ქართველი კრეატორების გაძლიერების მიზნით შექმნილი პროექტის - Creator-ის ფინალური ეპიზოდი უკვე YouTube-ზეა.  ფინალურ ეტაპზე ორი მონაწილე Veriko Bazali და WildDoc გადავიდნენ. გამარჯვებულის ვინაო

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

30 იანვარი, 2026 , 17:26

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ბიზნესების გაძლიერებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.  ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და SavvY-ს ინიციატივით, ბანკის პარტნიორმა კო

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

30 იანვარი, 2026 , 17:20

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად მესამე წელია STEM ოლიმპიადას მართავს. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღე

ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად

30 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს ბანკი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის მარტივი და ხელმისაწვდომი ციფრული ინსტრუმენტების განვითარებას. ამ მიზნით, განახლდა ბიზნეს ინტერნეტბანკი და ინვოისების მართვის ახალი ფუნქციონალი დაემატა. ფუნქციო

აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს

30 იანვარი, 2026 , 12:03

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. „აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-შ

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

29 იანვარი, 2026 , 16:18

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი