უახლესი ამბები
- 30.01.2026 19:12გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
- 30.01.2026 19:03Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
- 30.01.2026 17:26საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
- 30.01.2026 17:20საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
არქივი
საზოგადოება
მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8%-ით, კომერციული რეკლამისთვის დათმობილი დრო კი 25%-ით არის გაზრდილი
მაუწყებლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა.
როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, გაზრდილია კომერციული რეკლამისთვის დათმობილი დროც, კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სარეკლამო დრო 25%-ით არის გაზრდილი.
მათივე ინფორმაციით, სარეკლამო შემოსავლების ზრდა ფიქსირდება ყველა ეროვნულ მაუწყებელში გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რომელსაც 52%-იანი კლება აქვს.
„აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ კლება საზოგადოებრივ მაუწყებელს მას შემდეგ დაუფიქსირდა, რაც „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილება შევიდა ძალაში და არხს ევროპული პრაქტიკის მსგავსად კომერციული რეკლამის ლიმიტი გაეზარდა. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პალიტრა ტვ-ს- 216% დაუფიქსირდა. ტელეკომპანია პირველს კი – 38%. 35%-ით გაიზარდა GDS სარეკლამო შემოსავალი. 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 27%-იანი ზრდა აქვს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს, სტუდია „მაესტროს“ 13%, ხოლო „ტელეიმედის“ შემოსავალი 4%-ით გაიზარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალმა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 2019 წლის პირველ კვარტალში 52%-ით დაიკლო.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება სწორედ მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც არხს კომერციული რეკლამის ლიმიტი გაეზარდა, არასამთავრობო სექტორისა და რეგიონალური მედიის წარმომადგენლების მტკიცებით აღნიშნული ცვლილების შედეგად საზოგადოებრივ მაუწყებელს შემოსავლები გაეზრდებოდა, ეს თანხა კი რეგიონულ მედიას დააკლდებოდა.
აღნიშნული მაჩვენებელი იმ არხებს ეხებათ, რომლებსაც 2019 წლის, პირველი კვარტლის მონაცემებით, სხვა კომპანიებთან შედარებით, ყველაზე მეტი შემოსავალი დაუფიქსირდათ: „იმედი“, „რუსთავი 2“, GDS, „სილქნეტი“, „ტელეკომპანია პირველი“, 1-ლი გასართობი.
მაუწყებლების შემოსავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის ანალიტიკურ პორტალზე-analytics.gncc.ge“, – აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
30 იანვარი, 2026 , 19:03
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
30 იანვარი, 2026 , 17:26
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
30 იანვარი, 2026 , 17:20
ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად
30 იანვარი, 2026 , 13:25
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
30 იანვარი, 2026 , 12:03
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
29 იანვარი, 2026 , 16:18


