უახლესი ამბები
- 30.01.2026 19:12გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
- 30.01.2026 19:03Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
- 30.01.2026 17:26საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
- 30.01.2026 17:20საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
არქივი
საზოგადოება
ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შეხვდა
ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შეხვდა. შეხვედრა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის გამოსაშვებ საზეიმო ღონისძიებაზე შედგა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონექტიკუტის შტატში მდებარე აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი ქართველმა კადეტებმა - კონსტანტინე ყიფიანმა და ალექსანდრე წერეთელმა დაამთავრეს. კურსის გამოშვების ცერემონიალზე ქართველ კადეტებს დიპლომები ჯონ ბოლტონმა და ლევან იზორიამ გადასცეს.
„მქონდა პატივი, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ჯონ ბოლტონთან ერთად მიმელოცა კადეტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული სამხედრო სასწავლებლის წარმატებით დასრულება. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის ორი ქართველია და ისინი მომავალში აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას მოახმარენ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
კადეტები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2015 წელს ჩაირიცხნენ. შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის საფუძველზე იუნკრებმა სწავლა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე განაგრძეს.
სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭებათ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, კადეტები სპეციალიზაციის კურსს გაივლიან და თავდაცვის ძალებში ოცმეთაურის თანამდებობაზე დაინიშნებიან. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ქართული დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს 2015 წელს ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას, რომლებიც ამავე აკადემიაში სწავლობდნენ.
ლევან იზორიამ სასწავლებლის ტერიტორიაზე მდებარე ქართველი კადეტების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
30 იანვარი, 2026 , 19:03
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
30 იანვარი, 2026 , 17:26
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
30 იანვარი, 2026 , 17:20
ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად
30 იანვარი, 2026 , 13:25
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
30 იანვარი, 2026 , 12:03
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
29 იანვარი, 2026 , 16:18


