უკან

საზოგადოება

30 მაისი, 2019 19:03
font-size

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ინტერნეტის მარშრუტიზაციისა და უსაფრთხოების მომავალი პროტოკოლების შესახებ სემინარს უმასპინძლა

2019 წლის 29 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Internet Society–Georgia-ს ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი IETF Day in Tbilisi, თემაზე: „ინტერნეტის მარშრუტიზაციის და უსაფრთხოების მომავალი პროტოკოლები“.

ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლები გაეცნენ დსაკითხებს, რომლებიც ეხებოდა პროტოკოლების განვითარების ტენდენციებს, მათ შემუშავებას, დანერგვის მიზნებს და ძლიერ თუ სუსტ მხარეებს,

სემინარს უძღვებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულები, სატელეკომუნიკაციო ქსელების არქიტექტორი მიხეილ ქართველიშვილი და IT უსაფრთხოების სისტემების არქიტექტორი, კომპანია UGT-ის ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი ვატო ჩანტლაძე. ორივე მომხსენებელი Internet Society-Georgia-ს წევრია. მათ IP/MPLS ქსელების დიზაინისა და ოპერირების, ასევე ენტერპრაიზის IT სისტემების უსაფრთხოების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

მიხეილ ქართველიშვილმა მარშრუტიზაციის პროტოკოლების განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა და პროტოკოლებში შესატანი ის ცვლილებები მიმოიხილა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ოპერირების ოპტიმიზაციას ინტრა- და ინტერ-დომენური მარშრუტიზაციისთვის. მან სტუდენტებს ასევე გააცნო მარშრუტიზაციის სრულიად ახალი unicast და multicast პროტოკოლები, რომელთა დანერგვა საქართველოში უახლოეს რამდენიმე წელიწადშია მოსალოდნელი.

ვატო ჩანტლაძემ კი თანამედროვე უსაფრთხოების პროტოკოლების ის ნიმუშები წარმოადგინა, რომლებიც დამუშავების პროცესშია. ასევე, განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოება ქსელური ტექნოლოგიების სხვადასხვა არქიტექტურულ დონეზე, DDoS შეტევების კლასიფიკაციის ექსპერიმენტული პროტოკოლი და World Wide Web-ის მორიგი ვერსიის ახალი სტანდარტი.

სემინარის ჩატარებას ორგანიზება გაუწია გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია The Internet Society-ს საქართველოს წარმომადგენლობამ, Internet Society–Georgia-მ. აღნიშნული გლობალური ორგანიზაციის მიზანი მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი და სანდო ინტერნეტის გავრცელებაა. ის კურირებს IETF-ის (Internet Engineering Task Force) საქმიანობას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციაა და თავის მხრივ, ინტერნეტის სტანდარტების შეიმუშავება-გავრცელებასა და RFC-ს ფორმით გამოქვეყნებას უზრუნველჰყოფს.

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

30 იანვარი, 2026 , 19:03

საქართველოს ბანკის მიერ ქართველი კრეატორების გაძლიერების მიზნით შექმნილი პროექტის - Creator-ის ფინალური ეპიზოდი უკვე YouTube-ზეა.  ფინალურ ეტაპზე ორი მონაწილე Veriko Bazali და WildDoc გადავიდნენ. გამარჯვებულის ვინაო

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

30 იანვარი, 2026 , 17:26

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ბიზნესების გაძლიერებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.  ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და SavvY-ს ინიციატივით, ბანკის პარტნიორმა კო

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

30 იანვარი, 2026 , 17:20

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად მესამე წელია STEM ოლიმპიადას მართავს. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღე

ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად

30 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს ბანკი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის მარტივი და ხელმისაწვდომი ციფრული ინსტრუმენტების განვითარებას. ამ მიზნით, განახლდა ბიზნეს ინტერნეტბანკი და ინვოისების მართვის ახალი ფუნქციონალი დაემატა. ფუნქციო

აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს

30 იანვარი, 2026 , 12:03

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. „აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-შ

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

29 იანვარი, 2026 , 16:18

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი