უკან

საზოგადოება

31 მაისი, 2019 13:30
font-size

ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა

ფინანსური განათლების წლის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და 2019 წლის ძირითადი ამოცანები განიხილეს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგ სხდომაზე, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე უძღვებოდა.

სხდომაზე ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტმა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც იმ პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფებსა და ძირითად აქტივობებს განსაზღვრავს, რომელთა განხორციელებაც უახლესი წლების განმავლობაში იგეგმება.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა ის სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები, რომლებიც 2017-2018 წლებში მართვის კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით განვითარდა: "ფინანსური განათლების პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო", "ფინანსური განათლების პროექტებისა და სასწავლო მასალების სერტიფიცირების მაღალი დონის პრინციპები" და "ფინანსური განათლების ძირითადი კომპეტენციების ჩარჩო."

კომიტეტის მუშაობაში ძირითად წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, "შემნახველი ბანკების ფონდიდან საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" (SBFIC), Finance in Motion-ის საქართველოს წარმომადგენლობითი ოფისიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან. ამას გარდა, შეხვედრას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა და "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" (Junior Achievement Georgia) წარმომადგენლებიც, რომლებმაც კომიტეტის ორი პროექტი წარუდგინეს, რომელთა მთავარი მიზანიც ახალგაზრდებში ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობაა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია 2016 წელს შეიმუშავა. სტრატეგიის მიზანს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისა და მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობის მხარდაჭერა წარმოადგენს. სტრატეგიის ფარგლებში 2017 წელს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტი შეიქმნა, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იკრიბება და ფინანსური განათლების ცალკეული პროგრამებისა და სტრატეგიის დახვეწა-დანერგვის კუთხით რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

30 იანვარი, 2026 , 19:03

საქართველოს ბანკის მიერ ქართველი კრეატორების გაძლიერების მიზნით შექმნილი პროექტის - Creator-ის ფინალური ეპიზოდი უკვე YouTube-ზეა.  ფინალურ ეტაპზე ორი მონაწილე Veriko Bazali და WildDoc გადავიდნენ. გამარჯვებულის ვინაო

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

30 იანვარი, 2026 , 17:26

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ბიზნესების გაძლიერებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.  ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და SavvY-ს ინიციატივით, ბანკის პარტნიორმა კო

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

30 იანვარი, 2026 , 17:20

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად მესამე წელია STEM ოლიმპიადას მართავს. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღე

ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად

30 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს ბანკი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის მარტივი და ხელმისაწვდომი ციფრული ინსტრუმენტების განვითარებას. ამ მიზნით, განახლდა ბიზნეს ინტერნეტბანკი და ინვოისების მართვის ახალი ფუნქციონალი დაემატა. ფუნქციო

აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს

30 იანვარი, 2026 , 12:03

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. „აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-შ

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

29 იანვარი, 2026 , 16:18

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი