უახლესი ამბები
- 30.01.2026 19:12გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
- 30.01.2026 19:03Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
- 30.01.2026 17:26საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
- 30.01.2026 17:20საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
არქივი
საზოგადოება
პირველი ივლისიდან, თბილისში მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს
პირველი ივლისიდან, თბილისის მეტროპოლიტენი 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მეტროში არსებული მდგომარეობა ყველამ კარგად ვიცით, არა ერთხელ გვისაუბრია ამაზე. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ვაგონების რეაბილიტირებაზე, უკვე რამდენიმე შემადგნელობა რეაბილიტირებულია და ემსახურება მგზავრებს. გარდა ამისა, გვაქვს მძიმე მდგომარეობა ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით და აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი, რომელიც მოხმარდება ზუსტად ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებას და მთლიან რეაბილიტაციას. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ამ ტიპის სამუშაოები არ წარმოებულა. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, დაახლოებით 450 კმ ძალოვანი კაბელი იქნება მთლიანად შეცვლილი თანამედროვე „აისო“ სტანდარტის კაბელებით. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება 28 საგვირაბე დამნიავებლისა და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კაბელების საინსტალაციო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დასრულდება და მეტროც ახალი გრაფიკით ამ დრომდე იმუშავებს.
„პროექტის განხორციელების დროს მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, რადგან კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ნორმალურ პირობებში იმუშაონ. შესაბამისად, მეტრო ჩვეულებრივად 06:00 საათიდან დაიწყებს მუშაობას, უბრალოდ ერთი საათით ადრე დაამთავრებს მუშაობას, 23:00 საათზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
30 იანვარი, 2026 , 19:03
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
30 იანვარი, 2026 , 17:26
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
30 იანვარი, 2026 , 17:20
ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად
30 იანვარი, 2026 , 13:25
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
30 იანვარი, 2026 , 12:03
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
29 იანვარი, 2026 , 16:18


