უკან

საზოგადოება

24 მარტი, 2020 17:05
font-size

მოსახლეობას ე.წ. საპენსიო გადასახადი უნდა დაუბრუნდეს, რაც ერთ მოქალაქეზე საშუალოდ 600 ლარამდეა - გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსახლეობის დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. კერძოდ, პარტია მოსახლეობისთვის საპენსიო ფონდში აკუმულირებული ფულის გადაცემის ინიციატივით გამოდის.

გიგა ბოკერიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ამ თანხით მოსახლეობის დახმარებას გადაწყვეტს, მოქალაქეებს 483.6 მილიონი ლარი დაუბრუნდებათ, ხოლო მეწარმეებს - 166 მილიონი ლარი.

„მომდევნო თვეების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმებულების და დამსაქმებლების, საშუალო კლასის - ყველა ადამიანის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება და ამ დროს მხოლოდ ზოგადი მოწოდება, რომ ხალხს უნდა დავეხმაროთ, არ არის საკმარისი.

ამიტომ ჩვენ, „ევროპული საქართველო“ გამოვდივართ კონკრეტული შეთავაზებით, ფულის კონკრეტული წყაროთი, საიდან უნდა მოხდეს მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა თუნდაც მცირედით, მაგრამ სწრაფად. ეს არის ის ფული, რომელიც ეკუთვნის ყველა დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ჩვენი ფული. ის ფული, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში აკრეფილია ე.წ. საპენსიო გადასახადით. ეს ფული ახლა დევს და იდეაში, ის იყო სიბერისთვის, „შავი დღისთვის“ გადადებული ფული. ახლა არის ეს “შავი დღე“ და ახლა სჭირდება ამ ხალხს ეს ფული. ამ ყველაფრის შედეგად, მოქალაქეებს დაუბრუნდებათ 480 მილიონ ლარზე მეტი და მეწარმეებს - 170 მილიონ ლარამდე. ერთ მოქალაქეს საშუალოდ 600 ლარამდე დაუბრუნდება , ხოლო თითოეულ დამსაქმებელს ყოველ დასაქმებულზე - საშუალოდ 223 ლარი,“ - განაცხადა ბოკერიამ.

რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია? საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

31 ოქტომბერი, 2025 , 11:28

21 უნივერსიტეტი, 360-ზე მეტი სტიპენდიატი - ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც

„როგორ გავზარდოთ გაყიდვები“ - საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის Ads მენეჯერის შესახებ ვორკშოპს გამართავს

31 ოქტომბერი, 2025 , 10:50

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 7 ნოემბერს, 18:00 საათზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Ads მენეჯერის პლატფორმის შესახებ ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპი „როგორ გავზარდოთ გაყიდვები Ads მენეჯერით შავი პარასკევისთვის&rdq

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება

30 ოქტომბერი, 2025 , 18:22

31 ოქტომბერს თბილისი ელექტრონული კომერციის სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას — eCommerce Day Georgia 2025-ს უმასპინძლებს. კონფერენცია Sheraton Grand Metechi Palace-ში გაიმართება. ღონისძიება მესამე წ

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

30 ოქტომბერი, 2025 , 17:52

31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს მოლდოვაში ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება.  საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ:  ნინო ლოლაძე -57კგ ნინო წიკლაური -57კგ მათე გოგობერიშვილი -60კგ გიორგი ლოლაძე -7

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

30 ოქტომბერი, 2025 , 16:43

თუ ხარ VII-XI კლასის მოსწავლე, 30 ნოემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე, გამოავლინე შენი ცოდნა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით და გაიმარჯვე.  - STEM ოლიმპიადაშ

ვის აქვს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება

30 ოქტომბერი, 2025 , 16:35

მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა, შესაბამისად მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან წარდგენილ დეკლ