უახლესი ამბები
- 	30.10.2025 21:31პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
- 	30.10.2025 21:26„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
- 	30.10.2025 21:18რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან- საგამოძიებო სამსახური
- 	30.10.2025 18:22საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება
- 	30.10.2025 17:52ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
არქივი
საზოგადოება
 
 
					
					 
											საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება
31 ოქტომბერს თბილისი ელექტრონული კომერციის სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას — eCommerce Day Georgia 2025-ს უმასპინძლებს. კონფერენცია Sheraton Grand Metechi Palace-ში გაიმართება.
ღონისძიება მესამე წელია, ხორციელდება და იგი საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს ელექტრონული კომერციის სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და ტენდენციებზე სასაუბროდ აერთიანებს.
კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ექსპერტების ხედვებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის როლი ონლაინ-ვაჭრობის ტრანსფორმაციაში, სოციალური და ლაივ კომერციის სწრაფი ზრდა, მომხმარებელთა ქცევის ცვლილება და ციფრული პლატფორმების განვითარება.
სპიკერებს შორის იქნებიან:
- Amazon Web Services, Google Cloud, VISA, Glovo, Avianca და სხვა წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, ქართული ბაზრის ისეთი წარმატებული მოთამაშეები, როგორებიც არიან: საქართველოს ბანკი, თეგეტა ჰოლდინგი, Storera, Web Features, MELO Delivery, CityPay.io და სხვები.
კონფერენციაზე სცენა დაეთმობა ორ პანელურ დისკუსიას:
- ელ. კომერცია ქმედებაში: როგორ აყალიბებენ ადგილობრივი ბრენდები ციფრულ მომავალს;
- რეალური წარმატების ისტორიები: ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობასა და ელექტრონულ კომერციაზე.
გარდა ამისა, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, Amazon Web Services-ის, Storera-ს და CityPay.io-ს დემო ლაივ სესიებს დაესწრონ და პრაქტიკული გამოცდილება მათთვის საინტერესო მიმართულებით მიიღონ.
ღონისძიების მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი
ინოვაციების პარტნიორი: Visa
პარტნიორები: AWS, Aversi, Delivo, Google Cloud; Glovo, BDO Digital, Tech School / IE, Web Features, Elite, Acer, Cellfie, MELO Delivery, Dasta Records Management, Tegeta Holding, CityPay.io Georgia, Tether, Johnnie Walker, Wolt, Creatio, TASS vision, Quissly, Mazeg, Roaspig, Storera, Coincasa, Horsetours, Hamo Concept, Azintelecom
ბილეთების შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Biletebi.ge-ის ვებგვერდი.
საკვანძო სიტყვები:
 
													ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
30 ოქტომბერი, 2025 , 17:52
 
													დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
30 ოქტომბერი, 2025 , 16:43
ვის აქვს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება
30 ოქტომბერი, 2025 , 16:35
 
													გალტ & თაგარტის თრეიდინგის ჩემპიონატი დაიწყო – საპრიზო ფონდია $20,000
30 ოქტომბერი, 2025 , 16:31
 
													საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზებისთვის – Global Finance
30 ოქტომბერი, 2025 , 14:33
 
													eCommerce Day Georgia 2025-ის სპიკერები ცნობილია - ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
30 ოქტომბერი, 2025 , 10:36
 
				

 
								