უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- 22.11.2024 13:07აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“
- 22.11.2024 12:49საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა
- 22.11.2024 12:01ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა
- 22.11.2024 11:01აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
არქივი
კომენტარი
აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა - არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს
დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა, - ასე მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.
ბიუროს სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობდნენ, რომელიც მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაზე გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმების შემსუბუქებას ითვალისწინებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათი სასჯელების არავის ეშინია.
„საოცარია, რომ პოლიციის დღეს ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანება “სტატეგია აღმაშენებელი“ აი ასე შეხვდა - დაჩქარებული წესით ითხოვენ იმის განხილვას, რომ თურმე სანქციები უნდა შევარბილოთ იმაზე, რასაც თვენახევრის განმავლობაში ვხედავდით, როცა ოპოზიცია პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა - ხან ფიზიკურ კონტაქტში შედიოდა, რომ არაფერი ვთქვათ იმ მოვლენებზე, როცა პოლიციელთა მიმართ საათების განმავლობაში ფიზიკური შეტევა ხორციელდებოდა“, - თქვა თალაკვაძემ.