უახლესი ამბები
- 21.11.2024 14:16„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა
- 21.11.2024 13:29პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
- 21.11.2024 10:18რუსეთისთვის არანაირი დახმარება არ მითხოვია - ასლან ბჟანია
- 21.11.2024 10:13დღეს `ქართული ოცნების` პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება
- 21.11.2024 10:01საქართველოსა და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ - სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს
არქივი
ეკონომიკა
საქართველოში ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Indorama Corporation-ი შემოვიდა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Indorama Corporation-ი შემოვიდა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სინგაპურული კომპანია წლების განმავლობაში სწავლობდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და შესაძლებლობებს, რაშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების გუნდი აქტიურად იყო ჩართული.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური ჩართულობით, საქართველოში ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Indorama Corporation-ი შემოვიდა.
სინგაპურულმა კომპანიამ, რომელსაც მსოფლიოს 38 ქვეყანაში 160-ზე მეტ საწარმო აქვს და 45 000 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო შეიძინა.
სინგაპურული კომპანია წლების მანძილზე სწავლობდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და შესაძლებლობებს, რაშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების გუნდი აქტიურად იყო ჩართული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, უმსხვილესი სინგაპურული კორპორაციის შემოყვანით, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტით წარმოჩინდა. მისი თქმით, მსოფლიო მასშტაბის ქიმიური წარმოების ერთ-ერთი ლიდერის საქართველოს ბაზარზე შემოყვანით სააგენტომ გადაჭარბებით შეასრულა ყველა სტრატეგიით გაწერილი მაჩვენებელი.
„საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ეს პროექტი შედგა და აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება საქართველოში. კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.