Regions
    2026-03-26 | 09:44

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

     სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს.

    სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკური პირი ზ. ტ. (მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, აფასოებდა ხიზილალას.

    მათივე ცნობით, ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.

    უწყების განმარტებით, კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების გამოსწორებამდე.

    სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან სურსათის უვნებლობისადმი არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები და გაიარონ ყველა სავალდებულო პროცედურა საქმიანობის დაწყებამდე.