Society
2026-03-26 | 16:51
ჯერ შორი დროა არჩევნებამდე, ამიტომ ჯერ არავის დაუსახელებია ვინმე კანდიდატად, ამიტომაც ჯერ ვერავინ მოხსნიდა თავის კანდიდატურას - მიტროპოლიტი ისაია
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) აცხადებს, რომ ახალი პატრიარქის არჩევნებამდე „ჯერ შორია“, კანდიდატურა არავის დაუსახელებია და შესაბამისად, ვერ მოხსნიდა.
„ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ კანდიდატურა მოხსნა და დააყენებს თუ არა კანდიდატურას, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ დრო აჩვენებს.
„ჯერ შორი დროა არჩევნებამდე, ამიტომ ჯერ არავის დაუსახელებია ვინმე კანდიდატად, ამიტომაც ჯერ ვერავინ მოხსნიდა თავის კანდიდატურას, მგონია, გასაგებად ვამბობ…
დანარჩენს კი დრო გამოაჩენს, რა როგორ იქნება“, - აცხადებს მიტროპოლიტი.
Related Articles
2026-03-25 | 07:05
Georgian Orthodox Church Celebrates Autocephaly Restoration Day2026-03-25 | 06:43
Trialeti TV and Radio Company Addresses Public Defender with Open Letter